გრძნობა უსიყვარულოდ


იცით, რას გრძნობს ადამიანი როდესაც უყვარდება?!
ალბათ იცით, ზოგმა წიგნებიდან – პოეზია, პროზა, – ზოგმა სერიალიდან: სული ეხუთება, მისი ჩახუტება, კოცნა–ამბორი უნდება, მის გარეშე ვერ ძლებს;  დეიდაშვილისგან: „მილიონი ჭიანჭველა დაღოღავს მუცელში და არ ჩერდება, გული ყელში გებჯინება – გინდა იტირო, იყვირო, მაგრამ არც ერთი გამოგდის და არც მეორე“; გურული ბიცოლასგან: „ ყიდულობ ფეხსაცმელს, ფიქრობ, მას თუ მოეწონება“.

როდესაც შემიყვარდა არც კი ვიცოდი, რომ მიყვარდა. სამი წელი განვლო გაურკვევლობამ და ბოლოს დედაჩემმა გამომაფხიზლა და მეგობრებში გოგოებზე წამოჭრილი თემის განხილვისას საჯაროდ განაცხადა:

–       გიორგი მხოლოდ ერთი გოგოს სახელის ხსენებისას წითლდება.

და წარმოთქვა მისი სახელი, – მეც გავწითლდი.

ჩემს დასა და დეიდაშვილს თავზარი დაეცა,  რადგან იმ გოგოსთან ერთად ვიზრდებოდი, თითქმის ერთი ოჯახის წევრები ვიყავით; ჩემი დისთვის ის მოვლენა, რომ ბავშვობის მეგობრები ვიყავით დამაბრკოლებელი ფაქტორია სიყვარულში (სამწუხაროდ იმისთვისაც).

ამ ამბის შემდეგ დადგა მეორე ეტაპი – როგორ გამემხილა ჩემი გრძნობა მისთვის.

ამის მოფიქრება–დაგეგმვაში ექვსი თვე გავიდა.

მანამდე მხოლოდ ვირტუალური კავშირით ვჯერდებოდი, სკაიპი, იშვიათად, „ოდნოები“.

ყოველი საუბრის დროს წარმოუდგენელი სიამოვნება მეუფლებოდა და თავს ბედნიერად ვგრძნობდი; ათასგვარ სასიამოვნო ოცნებებში ვეფლობოდი, მაგრამ ჩემი დის შეძახილი „გიორგი დაივიწყე“ ოცნებას ტალახის გროვად აქცევდა ხოლმე.

დადგა ზაფხული და ამასობაში ჩემი სიყვარულის ამბავი მთელმა ოჯახმა გაიგო, განსაკუთრებით ეს ამბავი დეიდაჩემს ესიამოვნა.

არდადეგები დამეწყო.

ჩასვლისთანავე სახლში მხოლოდ ერთი კვირა დავყავი და ქობულეთში გავქუსლე – იქ მუშაობდა და მეც მინდოდა, როგორმე ახლოს ვყოფილიყავი მასთან; მე კი ეს შორისშორი სიყვარული და „ტრფობა“ მაკმაყოფილებდა.

ქობულეთში ორი თვე დავყავი და ვერაფერი მოვახერხე. მართალი რომ ვთქვა, სიტუაცია არ დაწყვა გამემხილა სიყვარული. დავბრუნდი სახლში, მაგრამ მობილურით ხშირად ვურეკავდი და ვესაუბრებოდი, ახალ ამბებს ვცვლიდით (სულერული ხერხია).

დადგა სექტემბერი. მოახლოვდა უნივერსიტეტში გამგზავრების დრო. არ მიდოდა, ისე წავსულიყავი დედაქალაქში მისთვის არაფერი მეთქვა. ამიტომ გავქუსლე დედულეთში, სოფელში  (ჰო, მართლა, ის გოგო დედაჩემის სოფლიდანაა). იქ გავიგე, ვიღაც მოსწონდა, სამწუხაროდ, ის პიროვნება მე არ ვიყავი. ყველაზე უარესი – მე მეკითხებოდა თუ რა უნდა ექნა იმსათან დაკავშირებით, მე არ ვპასუხობდი.

წამოსლის წინ (მთელი დღე იმის სახლში ვატარებდი, ბაბუაჩემის სახლის მეზობლადაა), გაცილება ვთხოვე და როგორმე თემა სიყვარულზე ჩამოვაგდე.

ვუთხარი:

–  მიყვარხარ.

ეცინება

–  მართლა მიყვარხარ, – დავსერიოზულდი.

– ვიცი, – ეცინება.

მესამეჯერაც გავუმეორე.

ნახევრად ღიმილიანი ნახევრად სერიოზული სახით მომიგო:

–  გიორგი, ეს რომ ვინმემ გაიგოს გაეცინება.

ისიც, როგორც ძმას ისე მიყურებდა და არც კი დაიჯერა, ეგონა, როგორც ყოველთვის, ვხუმრობდი.

ერთკვირიანი გამოფხიზლებისა და დეპრესიის შემდეგ დავისახე ახალი მიზანი – სწავლა, მაგრამ მე მგონი, ეს მიზანიც ჩემი სიყვარულივით მმიედინება.

 

11 thoughts on “გრძნობა უსიყვარულოდ

  1. იცით, ასაკს ხშირად არ აქვს მნიშვნელობა, კი ვარ 18-ის, მაგრამ რაღაც არ მწამს სიყვარულის მაინცდამაინც, შესაბამისად გულიც არასდროს მტკენია სიყვარულის გამო… და ამით ვარ ბედნიერი…
    პ.ს. გიორგი, პოსტი მომეწონა, კარგი და თბილი იყო : )

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
%d bloggers like this: