საქართველოს მოდა

ადამიანი რის ადამიანი იქნება რაღაცა, რომ არ მოსწონდეს?!
ყოველთვის კრიტიკულები უნდა ვიყოთ; ყოველთვის დაკვირვებულები; არგუმენტების მოძიება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არ უნდა გვიჭირდეს (რა გინ დებილობას ამბობდე); საკუთარი აზრი უნდა გაგვაჩნდეს და, ამავდროულად, ჩვენი აზრები მასის აზრებს უნდა ემთხვეოდეს (მაგრამ მაინც საკუთარი ჰქვია).
უეცრად, გაიფიქქრებ, მოდი მართლა კრიტიკულად შევაფასებ არსებულ ვითარებას, თავისუფლად გამოხატავ საკუთარ აზრს, იტყვი რომ ეს ასე არ უნდა იყოს – ზოგჯერ შეეწინააღმდეგები საყოველთაოდ აღიარებულ ღირებულებებს, რომელიც სტერეოტიპებადაა ქცეული – მაგრამ, ჰოი საოცრებავ, შენი ახლობელი – კურსელი, ჯგუფელი თუ მეგობარი – გეტყვის:
— ჩუ, ეგრე ნუ ამბობ, რას იტყვის ხალხი?!
ამის შემდეგ კი მას ისევ ეგონება, რომ თავისუფალი პიროვნებაა, საკუთარი მე გააჩნია, მისთვის არავითარი აზრი არა აქვს სხვის აზრებს და სხვა სისულელეები.
რაც შეეხება არგუმენტებს, ისინი ისეთივეა როგრც მათი აზროვნება – მასიდან ამოკრებილი, გადამუშავებული და ისევ მასაში გავრცელებული:
— იცი რა? გეობა მოდაშია ცნობილი რომ გახდე, აამიტომაა ბევრი გეი”
ანდა
— დღეს, ლიბერალიზმი იმდენად მოდაშია რომ ყველა ლიბერალია.
ამავდროულად, ვერ ამჩნევენ რომ ლიბერალთა რიცხვი უფრო ნაკლებია, ვიდრე ე.წ. “კონსერვატორთა” რაოდენობა, რომლებიც, თითქოს, ჩვენს ქვეყანას გადაჯიშებისგან იცავენ, ის კი ავიწყდებათ გარეთ 21-ე საუკუნე რომ დგას და მე-7 საუკუნის დოგმეით ცხოვრება უაზრობაა.
და ბოლოს, ასეთი ადამიანებისგან შემდგარი ხროვა გამოვა ქუჩებში გარეთ და დემოკრატიას მოითხოვს (რა თქმა უნდა, ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელია პრეზიდენტი გადადგეს ან პარლამენტი დათხოვნილ იქნეს, ხოლო ვინ მოვა აზრი არა აქვს, ბოლოს და ბოლოს, ისევ გამოვლენ და ისევ მოითხოვენ “დემოკრატიას”), თვითონ რომ ეშინია თავისუფალი აზრისა – ვაი და, საქართველო გადაჯიშდებაო, ამაზე ყურადღებას არ ამახვილებს…
ასე რომ საქართველოში ბევრი რამაა მოდაში, ზოგიერთები კი გულდასმით მისდევენ ამ მოდას, მაგრამ ეს არც გეები, არც ლიბერალები და არც პროგრესის მსურველები არ არიან….

6 thoughts on “საქართველოს მოდა

  1. გიორგი,მიხარია აქ რომ ხარ 🙂
    მართალი ხარ ,დღეს ყველა ლიბერალობას იბრალებს მაგრამ განსხვავებული მოსაზრების გამოთქმას ცოტა თუ ბედავს ,,რას იტყვის ხალხის” სინდრომი ჩვენში ძალზე გავრცელებულია.სამწუხაროდ

    არა ლიბერალი არ ვარ, მაგრამ ,მე არ მეშინია საკუთარი აზრის გამოთქმის და ვისაც ეს უჭირს ,ალბათ იმის გამო რომ თავადაც არ არის დარწმუნებული საკუთარ სიმართლეში ..

    Like

    1. მართალი ხარ, არაა აუცილებელი ყველა ლიბერალი იყოს, კონსერვატორებიც საჭიროა, მაგრამ კონსერვატორობა განსხვავებული აზრის დათრგუნვას არ ნიშნავს (ეს დიქტატურაა), მათაც უნდა გამოთქვან აზრი და მოუსმინონ სხვას და თუ არ იზიარებენ სხის აზრს პატივი მაინც სცენ, ამით ქართველობა არ გადაჯიშდება, ისევე როგორც, ბატონ-ყმობის გაუქმებით არ გადაჯიშებულან (იმის მიუხედავად რომ თავად-აზნაურობის ნაწილი ამ ფაქტს აპოკალიფსს ადარებდა 😀 ); ბოლოს იმ დონებმდე დავა ქართველობა, რომ მოაზროვნეები გაიქცევიან და სახელმშიფო ყეყეჩების ხელში დარჩება, ერთხელ ვახტანგ VI-მ გაიყოლა 1712-ში საქართველოს ინტელექტუალური ნაწილი და რა მოგვტანა ამან?! – არაფერი კარგი. არ მინდა იგივე განმეორდეს, ოღონთ ახლა თვითონ წავლენ ემიგრაციაში ისინი, ვისაც თავისუფლად ცხოვრება უნდა.

      Like

  2. ზოგიერთები კი გულდასმით მისდევენ ამ მოდას, მაგრამ ეს არც გეები, არც ლიბერალები და არც პროგრესის მსურველები არ არიან

    თუმცა ლიბერალებიც შეიძლება მისდევდნენ მოდას, გეებიც და პროგრესის მსურველნიც. 🙂

    Like

  3. და რა მოხდა 2011 წლის შემდეგ? რა შეიცვალა?

    ნუთუ, სავლე იქცა თანამედროვე პავლედ? 🙂

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
<span>%d</span> bloggers like this: