ლილისფერი იები

როდესაც მთვარის რუხი სხივები დედის ცრემლს ღაწვზე აციებს,
სასოწარკვეთის კვნესა მოისმის და მძულვარება აჭკნობს ლილ’ იებს,
მტვერში გასვრიან ყველა სიკეთეს, სხვისი ტკივილი ბევრს რომ აცინებს,
დაიკარგება უმანკო სული, ჩვენ გავაგრძელებთ სუნთქვას ფშვინვიერს.

არავინ უწყის, რამდენჯერ მოკვდა და თან აღმოხდა ტკივილის ხმანი,
ჩვენ ვერ ვიჯერებთ ამ ბოროტებას, ის მკვდარი არის, არ წყალობს ხანი,
მისი დროება დასრულდა წამში, როს დააჯახეს მის გულს ლახვარი,
ლილისფერ იებს არავინ წყალობს, მალე წალეკავს მსუსხავი ქარი.

გაზაფხულს ელის გამოღვიძება, რომ ლილისფერმა იამ იხაროს,
ცაკაბადონზე თითქოს იწვერა თბილი მზის სხივმა, არ მიიკაროს
სუსხიან დღეთა ცივი სიტყვები, მაგრამ ყინვას ხომ აქ ყველა წყალობს,
და რუხი მთვარის სხივები ლეგა კვლავ რომ ანათებს, არავინ წამლობს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website at WordPress.com
დაიწყე
%d bloggers like this: