რაღაც იღვიძებს, ცა ღარ-ღარ მძვინვარებს,
მოჰქუხს ხუმრობით ქვითინი,
მცველნი კვდებიან და თან-თან მძინარებს,
გონს თუ მოვუხმობ, მაშინ ვიცინი,
მაგრამ ვიძიებ რაც კარ-კარ მდინარებს,
შორს მწუხრად მოჩანს სევდათ მდინარე,
შევცურავ შიგნით და დავლევ ლეთეს, ვეღარ ვიხსენე ტკივილი,
თვით დამავიწყდა ტანჯვის ტირილი, სულში აღიძრა უცხო კივილი,
კედელს შეასკდა წყვდიადი ღამის, ეძებს გასასვლელს, მესმის ჩივილი,
თითქოს დავნებდი, დავყევი ვნებას, ვცდილობ განვკურნო მკვდარი ყივილი.