ოცობოდება

მკერდში მხოლოდ ტკივილია და სიცოცხლის წამი
დის, ვით უხვი წყლით ღვარცოფი, უპეს ღალავს ნამი,
შენს სულს ვხედავ და ვკითხულობ, ვპოვე ვით სავანი,
თუმცა მწარე ტყუილია, ოცნებაა წყნარი,
ოცობოდებაა, მახე და ტევრი უღრანი.

შენს თვალებში ვხედავ ვნებას, თუმც გარს-გალავანი
გიცავს, გმალავს და სხვას აფრთხობს, ვკარგე დასაბამი,
თითქოს იგი არც ყოფილა, სიზმარია მთვრალი,
ღმერთებისებრ სხივმოსილო, ვგრძნობ, ეშმაკის კვალი
ვით ბობოქრობს, როგორ გებრძვის, გავუსწორე თვალი,
სჯობს, ამ გრძნობას არ მივენდო, არ გვწვდეს ცისგან ღალი,
ბულულები შეგვაწონის, არ დამძიმდეს ვალი;

მე კი სიზმრებს დავუზავდი, გარს აქვს შართქვინ-შალი,
მშვიდად მძინავს, ვაჰ, დღეები დამიმძიმდა, კარი
დაკეტეს და მოიხურეს, ტანჯვის მებრძვის ჯარი,
თითქოს სული ამომაძრეს, გადახვეწეს, ხარი
რქებით მძლავრად დავიჭირე, ხელს კი შემრჩა ქარი,
თითქოს მაღლით უქიანო დამცინის, ქვე ბარი
უკვე ლანდმა გადასერა, აღარ მიცავს ფარი,
ამ შეგრძნებამ’ც მიმატოვა, წივის ნაზი ქნარი.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website at WordPress.com
დაიწყე
%d bloggers like this: