***

ვერაფერს ვხვდებით, რაფებს ვეკვრებით,
ვცდილობთ შევიგრძნოთ ბოლო წვეთებით,
სიოს რომ მოაქვს ჰაერი შეკვრებით,
თითქოს ჯადოსნურ ხმას ვეურჩებით,
თითქოს გემბანზე მივდევთ მლაშე სუნს,
თითქოს თვალებით ზღვას ვეხუტებით,
შენ სამყარო ხარ და იტევ ზღვის სულს,
მე ნამცეცი ვარ, წვეთს ვეუღლებით.

ოცნების კიდეს მივდექი მშვიდად,
ვუყურებ ქვესკნელს მწვანედ რომ ელავს,
ადამიანის სულს ვხედავ წიდად
მღერის სიმღერას, მღერის და ღელავს.

ისევ ტირიან და იციანიან, უქიანოში დაქრის ხომალდი
მიიკვლევს შარებს;
ნუ გეშინია!
უსიერ ტყეში დატოვეს წალდი,
არ ჰყავს პატრონი.
და ჩვენც კი ვხდებით, რა საოცრებაც გვინდა გვეწვიოს:
თუმცა სამყაროს ღმერთები ფიქრობს, ეს მცირედით-ა ამის საზომი,
ჩვენც ვქმნით სამყაროს, ეს შეგვიძლია, ქარბუქში მზერა ნუ აგვემღვრიოს,
ქვმნით და თან  ვხარობთ ჩვენი ქმნილებით, რატომღა ვუცქერთ მართ საიქიოს?!

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s