ვინ განსაზღვრა ჩვენთვის ჩვენი წამი და წუთი?!
ბალახის ველზე მარტივია გზების გაკაფვა,
გვინდა, ვიცოდეთ, თუ რას მალავს შავ-ბნელი ყუთი,
ყველაფერი სხვა უბრალოა − სიტყვების ღაფვა;
მხოლოდ სიტყვები უაზროა, შექმნის განწყობა
იმას რაც არის ჭეშმარიტი ჩვენი განცდებით,
ამაგს ხომ ფასი ეკარგება და კვდება გრძნობა;
მეტყვი: სიკეთე უსიტყვოა თავგამოდებით.
თუმცა უაზრო მრავალია სიტყვა წართქმული,
თითქოს მეგზურად თან ჩაგვესმის: გონის ძიება,
მომავლის ტილო, ვცდილობთ, ვქარგოთ, ის დაგმანული,
მაგრამ რთულია ამ წადილთა ღონისძიება.
ცისფერ თვალებში გამჭვირვალეა ნამი, ნაღველი,
შესცქერის ზეცას, ღრუბლები იწვის, ჩანს ნაღვერდალი,
ალისფრად ღელავს ქარბუქიანი ცის ლურჯა ველი,
არავის ესმის ჩქამად თქმული ეს ნავედრალი.