შინ

შინ ვეღარასდროს დაბრუნდები, ვეღარ იხილავ ისევ ბავშვობას,
შორს გაქცეულხარ სახლიდან, კიდევ სიბრძნით დაეძებ კიდეც ლაღობას,
ასე გგონია, დაგიძახებენ, სუფრაზე კი დევს იფნის ტოტები,
ფიქრობ, შეგმოსეს დიდების ტოგით, მთიდან მოისმის შენზე ხოტბები.
შენ ვინ ხარ, ანდა რა ქმნილება ხარ, საკუთარ თავსაც ვეღარც ცნობ, მოკვდი
და დროს დაეძებ, მხილება მხარსაც უთუოდ ავნებს, ნაცნობსაც რომ ცდი,
მდინარეც მშვიდად მიედინება, დის როგორც ცაზე სხივები მოკრთის,
დის, როგორც ცაზე ელვა გაკრთება, როგორც თვალებზე ცრემლები მოთქმის.
და შენ ცდილობ, რომ შეიგრძნო თავი და დაეუფლო თვითგანცდათ მორევს,
ასეთ ავდარში ავქარიც დაჰქრის, შენს ცხოვრებას და ფიქრებს თან რომ რევს.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s