შენი ფერები

მინდა, გხედავდე მხოლოდ ფერებში,
რომ მთლად შევიგრძნო ცისფერი ზეცა.
მინდა, გიცქირო მზისფერი ნისლით
და მით ვიხილო, რაც გულზე მეცა;
მინდა, წითელი გქონდეს ღიმილი,
რომ ცეცხლისფერი იყოს ეს კოცნა.
მინდა უფერი იყოს ტკივილი,
ვერავინ მიხვდეს ტრფობამ რა მომცა;
მინდა, გიხილო მხოლოდ ფერებში,
ამით შევიგრძნო ღვთიური გრძნობა,
შენი სიტყვების უთქმელ დღეებში
შავად ვიხილო, მინდა, ეს ტრფობა.
თუ მიმატოვებ და გაფრინდები,
როგორც ბულული ბაბუაწვერას,
ნაცრისფერ ტევრში გავირინდები,
ნისლში გიპოვი, ვიპოვი შველას.
ვფიქრობ, უფსკრულში ნაირფერები,
სიზმარს ვიხილავ, თუ ვიგრძნობ ვერ-რას.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s