ღამის გუშაგი

ლაჟვარდ სივრცეში ვერცხლის ისრები, მთვარემ ბრძანა და ასე ინება:

„ნისლის აჩრდილად განიფინები და ცოცხალ ძალად მოეფინები!“

რძისფერი ღამე შენი შეხებით, ახალ სივრცეში გარდაიქმნება,

ოცნებაც მკრთალი შენზე ნაფიქრი ახალი ძალით ვერცხლისფრად კრთება.

მარქვალას სუნთქვით, ღამევ სად მიქრი?! ის ტალად გიდგას, წამიც გაკრთება,

რძისფერი მანგის თეთრი ნათებით, ნაღველი ღამის გაფერმკრთალდება.

ნარინჯისფერი ფოთოლთ შრიალი, ბირას ხიობად გარდამქნის ხელად,

ვარსკვლავთა მკვეთრი ძალით ციალი მანგის გვერდით დგას თვით ფოთოლ-ფერად,

თან ძალას მატებს და ფერმკრთალდება, მშვენება უცხო ჩუმად ლაღდება;

კვლავ შეივსება გრძნობების თასი და დაიმსხვრევა ის ლერწა ტახტი,

რამაც ამღერა ქვესკნელის ლახტი, ის უთვისტომო ეჟვანიც მკვდარი

აღდგება, ისევ დადგება დარი და დაისვენებს ქარბუქი-ქარი.

შენი შეხებით ვიგრძენი ფარი შემომხვეოდა, არ დასადარი

გრძნობა მეწვია – გაიხსნა კარი და შემოიჭრა უუღლო ხარი:

დაითესება თვით თუთას ეშხი და ვიზეიმებთ ახალდღეობას,

ხეზე შეკიდულ ხარის ტყავებზე ნისლის აჩრდილი იწყებს ღრეობას;

და სიყვარულის ფერმკრთალი ლანდი, მოისხამს გნასს და ძველი ქამანდი

დაიფერფლება თუთის ხის ფეთქვით, ჭრილობას ჰხვიეს ჯადოქართ ბანდი,

ყოველმა ძალამ ქმნა თავიანთი, აჰა, განათდა იგი ბინდბანდი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s