როცა თავი პრუსტი გგონია და სინამდვილეში რუხი ხარ

მარსელ პრუსტი უდაოდ გენიოსია. თუმცა თავის დროზე მისი შედევრი, ,,დაკარგული დროის ძიებაში”, არც ერთმა გამომცემლობამ არ გამოაქვეყნა. პრუსტი, მივიწყებული გენიოსებისგან განსხვავებით, მდიდარი იყო, ამიტომ შეისყიდა გამომცემლობა და საკუთარი ნაწარმოები თვითონ გამოსცა.

დიდი ხანი თავს ვიმშვიდებდი, გონებაში ვიმეორებდი: ,,მეც შევისყიდი გამომცემლობას და ჩემს ,,შედევრებს” გამოვცემ”, მაგრამ მივხვდი, რომ სიმდიდრე არაფერ შუაშია, უბრალოდ, პრუსტისგან განსხვავებით, ზოგიერთ ადამიანს წერის ნიჭი არ აქვს.

რატომ მოვაყოლე ეს ამბავი. ამასწინათ ერთ-ერთი წიგნის ფეისბუქრეკლამას გადავაწყდი, ავტორს ასეთი წანამძღვარი აქვს გაკეთებული (ზუსტი ციტირებაა):

“ამბობენ, საუკეთესო ავტორები ერთეულებისთვის წერენ წიგნებსო. მე კი, ვწერ წიგნებს, რომლენიც ხალხისგან, იმ ერთეულებს შექმნის”.

ვაკო დარჩია

მშურს ავტორების, რომელთაც მსგავსი ენთუზიაზმი აქვთ და თვლიან, ადამიანის ცვლილებები შესაძლებელია. მაგრამ როგორც დიდი ქართველი ფილოსოფოსი, მერაბ მამარდაშვილი ამბობდა, ადამიანის შეცვლა შეუძლებელია, შესაძლებელია მხოლოდ ადამიანში ცხოვრებისეული ეკვივალენტების აღიძრას. ლევან ბერძენიშვილს დავესესხები და ვიტყვი, წიგნი ადამიანს ვერ შეცვლის, ვერ გააკეთილშობილებს, ანდა გააბოროტებს. წიგნს შეუძლია ცხოვრებისეული ეკვივალენტების წარმოშობა, რომელიც გადაწყვეტილებას მიგაღებინებს.

განსხვავება პრუსტის წიგნსა და რუხის წიგნს შორის ზუსტად ისეთივეა, როგორც განსხვავება პრუსტის გენიასა და რუხის გენიას შორის ადამიანში ცხოვრებისეული ეკვივალენტები წარმოშვას. ამიტომ ვაკო დარჩიას ენთიზიაზმისთვის ტაში, მაგრამ ვერც ერთი წიგნი ვერ შექმნის ერთეულებს. ამის გაკეთება ბიბლიამაც ვერ მოახერხა.

2 thoughts on “როცა თავი პრუსტი გგონია და სინამდვილეში რუხი ხარ

  1. სანდრო, გითხარი ადრე და კიდევ გიმეორებ: შენი შემოქმედება არაა განკუთვნილი ბრბოსთვის. გეყოლება ცოტა, მაგრამ რჩეული მკითხველი!
    ასე რომ, გულს ნუ გაიტეხ, მეგობარო! დრო იტყვის სათქმელს.

    Like

    1. მადლობა, მაკა, მაგრამ ვფიქრობ, პრუსტივით ნიჭიერი არ ვარ, არც ზოგი ავტორივით იღბლიანი, თან აღმოვაჩინე, რომ მწერლობა ჩემი საქმე არაა 😂

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website at WordPress.com
დაიწყე
%d bloggers like this: