როცა თეატრი მხოლოდ თეატრალურობაა

თეატრმა, ანტიკური ბერძნების გამოგონებამ, ადამიანებს სანახაობა მისცა, ადამიანების განცდები და გრძნობები თვალსაჩინო გახადა, ადამინებს ადამიანების სულში ჩაახედა.

საქართველოშიც პოპულარულია იგი. მეტიც, თბილისში რუსული თეატრიც კი არსებობს. მაგრამ ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს თეატრების გარკვეული ნაწილი გაჭედილია, მეცხრამეტე საუკუნეშია ჩარჩენილი, ვერ ვითარდება — თითქოს ბრეჟნევის უძრაობის ხანა დაუდგათ.

შარშან, იანვარში თუმანიშვილის თეატრში ,,მეფე ლირს” დავესწარი. ვერ ვიტყვი, რომ ნანახით აღვფრთოვანდი, მაგრამ ცუდი წარმოდგენა არ იყო. მთავარ როლს ზურა ყიფშიძე ასრულებდა. გამორჩეულად თამაშობდა კორდელიას კატო კალატოზიშვილი. სხვა ისეთი არავინ დამამახსოვრდა; არავინ, მიუხედავად იმისა, რომ სპექტაკლს ქართული თეატრის მსახიობების გამოჩენილი და სტაჟიანი მსახიობები თამაშობდნენ.

ერთხელ ფბ-გვერდზე გამოვაქვეყნე მიუზიკლ ,,მეფე ლომის” თრეილერი და მივაკომენტარე, ქართულ თეატრს ვიზუალური მხარე აკლია-მეთქი. არ ვიცი საიდან, როგორ, ვიღაცა (სავარაუდოდ თეატრმცოდნე, ანდა თეატრის მსახიობი) გამოჩნდა და ამიხსნა, რომ თეატრში მთავარი სხვა რამ არის, რაც არ გესმისო. შესაძლოა მართალიც იყოს, მაგრამ მე რიგითი მაყურებელს თეატრში მხოლოდ სხვა რამ არ მიზიდავს, მისი ვიზუალი, ჩემთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. თუ თეატრის გამომსახველობითობა მხოლოდ მსახიობების ოსტატობაზეა დამოკიდებული, სპექტაკლის თამაში ტანსაცმლის გარეშე, ტილოს ტომრებითაც შესაძლებელია. სხვა რამისთვის, მსახიობთა გამოსახული ემოციებისთვის პანტომიმის თეატრს ვეწვეოდი, მაგრამ მე არ მიყვარს იგი.

ჰო და, კიდევ ერთი, ხომ ვთქვი, რომ ,,მეფე ლირს” დავესწარი-მეთქი, პირველი წარმოდგენა გადაიდო. გადაიდო, რადგან მთავარი როლის შემსრულებელს რაღაც პრობლემა შეექმნა (ზუსტად არ ვიცი და არც არის საინტერესო). ვიკითხე, ამხელა თეატრია და დუბლიორი არ ჰყავთ-მეთქი. იცით რა მიპასუხეს? ჩვენ აქ ზურა ყიფშიძის სანახავად მოვედითო. ალბათ, იგულისხმეს, მის გარეშე სპექტაკლს აზრი არ ჰქონდა.

ახლა ვსვამ (ზოგიერთისთვის ვსვავ) კითხვას:
თეატრის სხვა რამ ეს არის — მთავარი მასში მონაწილე მსახიობებია, რომლის გამოც ხალხი ივლის და შეავსებს დარბაზს, თუ თვითონ სპექტაკლი?

ამ კითხვებზე პასუხი თქვენთვის მომინდვია. მე კი თეატრში იმ ვივლი, თუ სპექტაკლი მომეწონა, თუ ერთეული მსახიობთა თამაში კი არა, მთლიანი შესრულება იქნება აღმაფრთოვანებელი, თუ დეკორაციები და კოსტუმები იქნება კარგი. არასდროს წავალ თეატრში მხოლოდ თეატრალურობის გამო, სხვებისთვის მოსაჩვენებლად; თეატრში არასდროს წავალ მხოლოდ მსახიობის, ანდა რეჟისორის გამო, რომელიც შესაძლოა ბრეჟნევის უძრაობის ხანაშია ჩარჩენილი, მაგრამ მაინც სახელოვანია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website at WordPress.com
დაიწყე
%d bloggers like this: