ქართული ფილმი, ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, 1960 წელსაა გადაღებული. ბევრი ცნობისაღმძვრელი სცენებია, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ,,მე-5 სართილის ოჯახის” ამბავს.
მოსიყვარულე ოჯახს პრობლემები მაშინ ექმნება, როდესაც ქმარი (ლევანი), ინჟინერი, გაიწვიეს რუსეთის დასალიერში, ექიმი ცოლი (თამარი) კი თბილისში რჩება. ლევანი თამარს ჰღალატობს. მან ცოლი მიატოვა; ეტყობა, მისი გული ,,რუსის ქალმა” დაიპყრო.
თამარი დიდ ხანს ელოდა ქმარს, ვიდრე იმედი არ გადაეწურა და ხაბაროვსკში ინსტიტუტის ამხანაგ გივისთან, რომელსაც თამარის სიყვარული არ განელებია, არ გაემგზავრა. მას შემდეგ, რაც ლევანმა თამარი მიატოვა, გივი წერილებს უგზავნიდა და ქალმაც გადაწყიტა, საკუთარი ბედნიერება, საკუთარი იმედებია თბილისში დაეტოვებინა.
სიუჟეტიც აქედან ვითარდება.
ფოსტალიონი გიორგი და მისი შემცვლელი ლამარა მე-5 სართულზე დაზღვეულ წერილს მიიტანენ და აღმოაჩენენ, რომ თამარი წასულა. ამ დროს მოდის დეპაშა, ლევანი იტყობინება, მალე ჩამოვალ და დამხვდითო. გიორგი და ლამარა სადგურზე მიდიან, რათა თამარს დეპეშა მიუტანონ, უკან, ოჯახში დააბრუნონ და ოჯახი დანგრევას გადაარჩინონ (თითქოს ოჯახი აქამდე მთელი იყო, თითქოს ოჯახში მხოლოდ თამარი არ ყოფილიყო).
პარალელურად კადრი გადადის აეროდრომზე, ვხედავთ ლევანი იღლიაში ბავშვისსათამაშოგაჩრილი როგორ დაეძებს მოსიყვარულე ცოლს. შემდეგ ბინაში ბრუნდება და იქაც დაეძებს, ეძახის: ,,თამარ, თამარ”, თუმცა არავინ პასუხობს. ბოლოს იგებს, თამარი და ბავშვი წავიდნენ, წავიდნენ სამუდამოდ, მას კი მხოლოდ წერილი დაუტოვეს. წერილში კი თამარი წერს: ,,არ მეგონა, თუ ჩვენს სიყვარულს ასეთი ბოლო ექნებოდა. მივდივარ. მშვიდობით!”. ლევანს რატომღაც ეგონა, რომ ცოლი ბოლომდე დაელოდებოდა. ამას მაშინ ვხვდებით, როდესაც წერილს იმედგაცრუებული კითხულობს.
გულგატეხილი ლევანი ჩაფიქრებული ზის, ღმერთმა უწყის რაზე ფიქრობს, ხელში გაშლილი ქაღალდი უჭირავს, როცა კარი იღება და თამარი ბრუნდება. ცოლი და ქმარი ერთმანეთს ეხუტებიან და ოჯახიც გამრთელებულია.
ცქვირინისეული, ანუ საინტერესოა ის, რომ ფილმში რატომღაც ოჯახის შენარჩუნება ქალის მოვალეობაა; ქალი უნდა ელოდოს კაცს, უნდა აპატიოს რუს ნაშებში ძრომიალი და როცა ის დაბრუნდება, სახლში უნდა დახვდეს და ჩაეხუტოს კიდეც. ვიღაც იტყვის, თამარი ოჯახში რომ დაბრუნდა, მისი არჩევანია, მაგრამ არჩევანი არ არსებობს, როდესაც რაღაცას გაიძულებენ. ფილმის ყურებისას ვხვდებით, რომ ქალი იძულებულია ყველაფერი აიტანოს, კაცს კი ყველაფერი ეპატიება.
მომწონს შენი ხედვა და სწორი მიდგომა სხვადასხვა საკითხების მიმართ …აქ შეცდომაა და ჩაასწორე.მგონი სიტყვა აკლიაგაგზავნილია ჩემი Galaxy-დან
LikeLike
სად აკლია სიტყვა?
LikeLike