კრიტიკული აზროვნება თუ კულტი

ლევან ბერძენიშვილმა სოკრატეზე საუბრისას ერთხელ თქვა, ყველა ლექტორს ჰყავს ერთი სტუდენტი, რომელიც მას აღმერთებს. მეც გადავხედე ჩემს მეორე ბაკალავრიატს და მივხდი, რომ მართალი იყო.

ცხოვრებისეული ეკვივალენტების შექმნაში შუქურის არსებობა მნიშვნელოვანია. ასეა, ვიღაცამ ან რაღაცამ სწორი გზა უნდა გიჩვენოს, გაგინათოს მრუმე ტევრი. თუმცა, როგორც კი ვიპოვით საკუთარ გეზს, ჯობს, საკუთარ თავს ვენდოთ და ისე გავიგნოთ გზა.

ადამიანები კეთილებად და ბოროტებად არ იბადებიან, ეს ხომ მათ არსებითში არ არის ჩანერგილი. მამარდაშვილისებრ, ცხოვრებისეული ეკვივალენტები გაგვარჩევინებს სად კარგი არის და სად კიდე ავი.

თუმცა აუცილებელია, შუქურის სიკაშკაშემ არ დაგვაბრმავოს და მის ნათელს მინდობილებმა, კრიტიკული აზროვნების უნარი არ დავკარგოთ. რთულია, ადამიანმა გაარჩიოს რას ფიქრობს თვითონ და რას ფიქრობს სხვა ისე, რომ სხვისი ნაფიქრალი საკუთრად არ მიიჩნიოს. მაგალითად, როდესაც ძლიერ შეყვარებული ადამიანი თვლის, რომ საკუთარი შეყვარებულის ნათქვამი მის აზრებს ეხმიანება და ისიც მსგავსად ფიქრობს, შესაძლოა ეს ასეც იყოს, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ის სხვისი ფიქრების ტყვეობაში ექცევა.

საკუთარი თავისუფლება, საკუთარი ფიქრებიდან იწყება. რაც უფრო მალე მივხვდებით რომ ვიღაცა კულტად ვაქციეთ და მის აზრებს, გააზრების გარეშე, ჭეშმარიტებად ვთვლით, მით უფრო მალე გავთავისუფლდებით; თუ ამას დროზე აღმოვაჩენთ, ე.ი იმედი არ დაკარგულა, ისევ შეგვიძლია კრიტიკულად ვიაზროვნოთ, ისევ შეგვიძლია საყოველთაო ,,ჭეშმარიტებას” ეჭვის თვალით შევხედოთ, ისევ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაზროვნებთ. სხვა შემთხვევაში ჩვენს ნაცვლად სხვები იაზროვნებენ. ასეთ დროს კი ადამიანი ცხვრისაგან რით განსხვავდება?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
<span>%d</span> bloggers like this: