ურთსაუბრის ძეგლისდება

მუხლი 1.
1.1. ეგე წესი ადგენს ურთსაუბარს მხარეებს შორის, რათა გამარტივდეს მიწერ-მოწერილობანი და გაღრმავდეს ვერბალური თუ სხვაგვარი ურთიერთობანი.

1.2 სიტყვა ურთსაუბარი გამოხატავს ნებისმიერი სახის კომუნიკაციას როგორც ვერბალურ, ასევე ელექტრონულ, საფოსტო თუ პირისპირ შეხვედრისეულ.

მუხლი 2.
მხარეებს შეუძლიათ ურთსაუბრისას გამოიყენონ:
ა) არქაიზმები;
ბ) ხუმრობანი;
გ) ლივზინეური (ირონიული) და ლაგაცური (სარკასტული) შეპასუხებანი;
დ) სხვა.

მუხლი 3.
მხარეების მიერ ურთსაუბარის დროს, მე-2 მუხლით განსაზღვრული მეთოდების კონტექსტი უნდა განისაზღვრო დადებითი და, არამც და არამც, შეურაცხმყოფელი ან თუნდა დამამცირებელი კუთხით.

მუხლი 4.
4.1 ნებისმიერი გაუგებრობისას ურთსაუბრის მხარეებმა ერთმანეთს უნდა მიმართონ კითხვით, ანდა შეკითხვით.
4.2 კითხვა გულისხმობს ახალი თემისადმი აღძრულ ცქვირინს (ინტერესი), შეკითხვა კი — გამართული ურთსაუბრის დროს წამოჭრილი საკითხის დაზუსტებისთვის დასმული კითხვა.
4.3 დასაშვებია ნებისმიერი კითხვა, ანდა შეკითხვა.
4.4 კითხვა, ანდა შეკითხვა უნდა იყოს პირდაპირი და ქარაგმებისა გარეშე. ისინი არ უნდა იწვევდეს დამატებით გაუგებრობას, რომელიც გამიზნულია ურთსაუბრის გართულებისკენ.

მუხლი 5.
დავის წარმოშობისას მხარეები მიმართავენ მესამე პირს (თუ გინდ უსულოს) მის გადასაჭრელად.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
<span>%d</span> bloggers like this: