მგზავრი

ცვრის ცრემლები მზის სხივებში მწვანე მდელოს გახლართულა,
ოქროსფერი სხივთა ცეკვით მდელო ამოდ ამართულა.

მოდის ერთი მოგზაური, გზას უმოკლებს ყავარჯენი,
ხისგან თლილი, გამოთლილი, მეგობრად ჰყავს დასაბჯენი.

შედის ტევრში, ნაცრისფერი გადაეკრა არე-მარეს,
ისმის ჩუმი გალობა და სიზმრებს ეტყვის ტყის მდინარეს.

ხედავს ხეებს შეკიდულა მკვდართა ძვლები ხარის ტყავში,
თითქოს სულნი დასტრიალებს, რომ ვერ მოვა სათვალვაში.

და ჰყვებიან ამბავს ნახულს, გაგონილს თუ რაც აქვთ თავში,
შორს დაცურავს გონი მგზავრის, კინკროს ხედავს მცურავ ნავში.

მოღამდება, ცეცხლს დაანთებს, ფიქრებს ანდობს ქართა ბატონს,
კოცონს ეტყვის მის სატკივარს, კოცონს ამკობს, კოცნით აკრთობს.

მას ჩაესმის ქალის ბირა, სიმღერა რაც მგზავრებს ათრობს,
დაგატყვევებს ვერ წაუხვალ – სიყვარული პოვებს პატრონს.

მერე ხვდება, ბრმა ყოფილა, ტევრში მგზავრი დაკარგული,
მან გააღო მკერდის კარი და დაკარგა ამით გული.

თავიდანვე გრძნობდა მგზავრი, რომ გზა იყო მეტად რთული,
თუმც ეგონა იპოვიდა, რაც მას ჰქონდა დაკარგული.

კი, ნამდვილად, მან იპოვა შარა მოკლე, შუქი ბნელში,
მაგრამ ფიქრში ჩაიკარგა და აღმოჩნდა განსაცდელში.

მიდის მგზავრი, კვლავ მიიკვლევს იმ ბილიკებს და ეყრდნობა
იმ ყავარჯენს სამეგობროს, ვაჰ, მხოლოდ მას დაეყრდნობა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
<span>%d</span> bloggers like this: