გაანადგურე, თუმცა მოიცა!

ჶრანსუა გუის დიდი ხანია არაფერი დაუწერია და ბოლო დროს რაც დაწერა ბოლომდე არაფერი მიუყვანია. ახლა სარეცელს მიჯაჭვული სიკვდილს ებრძვის, სურვილიც რომ ჰქონდეს, ერთ წინადადებასაც ვერ მოაბამდა თავს.

განა არ იცოდა, რომ მოკვდებოდა? რა თქმა უნდა, იცოდა. ვინ არ იცის, აბა?!

როგორც კი ადამიანი ფიქრს მიეჩვევა და შეგნებული ცხოვრების გუთანს გასწევს, იცის, ოდესმე მოკვდება. თუმცაღა ჶრანსუა გუისთვის სიკვდილი გაცილებით ახლო, ახლობელი და ყველაზე მოსალოდნელი რამ გახლდათ; ის სასიკვდილოდ იყო ავად, ბავშვობიდან იცოდა საკუთარი ბედი — ნაადრევი აღსასრულის ბედისწერა.

ერთი კვირაა უკვე, რაც ლოგინიდან არ ამდგარა. შინაგანად გრძნობს, სადაცაა შავი ანგელოზი საწოლი ოთახის ზღურბლს გადმოაბიჯებს, მის სულს ხელს დასტაცებს და ისიც ფარფატ-ფარფატით გაცადმაღლდება.

მიუხედავად სიკვდილის მოლოდინისა, ცხოვრებას ლივზინეურად შესცქეროდა: ხუმრობდა, ლაზღანდარობდა, რომ შესძლებოდა, ლექსაც დაწერდა, ალბათ. მისი ამდაგვარი ქცევა რა გასაკვირია, ჶრანსუა გუიმ მის ასაკში იმდენს მიაღწია, სხვას ორი ცხოვრება არ ეყოფოდა. ჶრანსუა გუის წიგნები გამოცემისთანავე იყიდებოდა, დახლი წამებში ცარიელდებოდა. მეტიც, მას ჰბაძავენ და ურემს უსწორებენ, ეტოლებიან, მის ციტატებს პოლიტიკოსები დებატებისას იშველიებენ, რა თქმა უნდა, ნახევარზე მეტს ჶრანსუა გუის ნააზრევი და დაწერილი არ ესმის, მაგრამ ჶრანსუა გუი ამას განსაკუთრებულ ყურადღება არასდროს მიუქცევია.

ეს ერთი კვირაა ჶრანსუას საწოლს მისი ერთადერთი გულითადი მეგობარი, შლომო, არ მოშორებია. შლომოსთვის ჶრანსუა გუი მსოფლიო გენიოსია, მისი ნაწერები კი — შედევრები. ჶრანსუა გუიმ ესეც კარგად იცოდა. ამიტომ სარეცელს მიჯაჭვულმა შლომოს სთხოვა, მისი სიკვდილის შემდეგ, ყველა დაუსრულებელი მოთხრობა თუ რომანი, რომელიც სულ ხუთ ხელნაწერს მოიცავდა და რამდენიმე ასეულ გვერდს შეადგენდა, ცეცხლისთვის მიეცა. ჶრანსუა გუიმ მეგობარს გამჭოლი, მრავლისმეტყველი მზერა მიაპყრო, ხრინწიანი ხმაჟღერადობით პირობა ჩამოართვა და მანამდე არ დამშვიდდა, ვიდრე შლომომ თვალი არ მოარიდა და მისთვის სანუკვარი სიტყვა — ,,ვიზამ” — არ უთხრა. იმავე ღამეს ჶრანსუა გუი პირზეღიმილგამოსახული გარდაიცვალა, იცოდა, მისი შედევრები საიმედო ხელში იყო.

ერთი წლის თავზე, სიკვდილისშემდგომად გამოცემული ჶრანსუა გუის რომანებისა და მოთხრობების ხუთტომეული მსოფლიო ბესტსელერებად იქცა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
<span>%d</span> bloggers like this: