ვდგავარ ,,პლეშკაზე”. თუ არ იცით, პლეშკა ის ადგილია, სადაც ჩემნაირი სექსმუშაკები საქმიანობენ. სადღაც ღამის საათებია. ეს ამბავი მაშინ ხდება, როდესაც მთავრობა ნაკლებად გვერჩოდა, კარანტინი დაწესებული არ იყო, პატრულის დანახვისას კი თავის არიდების მიზნით დავიხრებოდი, თითქოს თასმას ვიკრავდი. ახლა თუ დაიხრები, დახრილი შეგტენიან მანქანაში, ორიათასლარიან ჯარიმას აგკიდებენ და დასაძრახი თვალებით შემოხგედავენ, ნწ, ნწ, ნწ, შე ცუდოო, თან მოგაყოლებენ.
გამიგრძელდა სიტყვა. ჰოდა, ვიდექი პლეშკაზე, ველოდებოდი კლინეტურას. ბადისებრ ,,ჩულოკს” ვისწორებდი, როდესაც შავი ჯიპი გაჩერდა და მარჯვენა მინა ჩამოიწია. ვხედავ, ორი მამაკაცი სხედს; ერთი საჭესთან, სახეს იფარებდა (ნეტა, რისი რცხვენოდა, ბოზი თუ უნდოდა, სახეს რატომღა მალავდა?!), მეორე ყურებამდე ღიმილით მომესალმა.
იჭვნეულად შევხედე ორივეს, ვხდებოდი რა უნდოდათ, ამიტომ წინსწრებით ვუთხარი:
— არაჰ, დღეს ორთან ვერ ვიზავ!
კაცს გაეცინა და მომიგო:
— არა, არა, მე შენ გიზავ, ის კი — მძღოლისკენ გაიქნია თავი, — მე მიზავს!
— რაა? — გავიკვირვე და აღმომხდა ყბათაგან ჩემთაგან, რომელსაც ბევრი რამ ,,ენახა”, გაოცების ბგერები. შემდეგ მანქანას მოვშორდი, თითქოს ეშმაკისეულ ქმნილებას გავურბოდი, თავი გავიქნიე და ნიშნის მოგებით ვუთხარი:
— მორწმუნე ქალი ვარ, ყოველ კვირას მეტანიებით ვლაშქრავ სამებასა თუ მეტეხს, და, ამ ცოდვაში, მე, ფეხს ვერ ჩავდგავ!
ის ღამე კლიენტურის გარეშე გავატარე. არ დამიფასდა ჩემი შეურყვნელობა. ასე დავკარგე სამასი დოლარი.
სხვისი დღიურების გამოქვეყნება, არ გეკადრება. 🙂
LikeLike
სხვისი არაა, გამოგონილია 😊
LikeLike