პირველი გასეირნება პლეშკაზე

იმ დღეს მღვდელთან ვიყავი. პლეშკაზე უთენია დავამთავრე „მოღვაწეობა” და აღსარების სათქმელად ეკლესიაში გავქანდი. ბოლოს ეკლესიაში, მგონი, თინეიჯერობისას ვიყავი; წინა დღით, ვიდრე მამიდა იზა პლეშკაზე გამიშვებდა.

ჰოდა, მეც მღვდელთან ავედი, ვიცოდი, რომ ის იქ დამხვდებოდა, ლულუმ წინა დღით მითხრა, ყოველ ხუთშაბათს დილაუთენია ადის ტაძარშიო. მღველს ცოდვების სია გადავეცი, იმან თავზე რაღაც რომ აქვს ჩამოკიდებული ჰალსტუხივით ის გადმომაფარა და ჩემი ცოდვების წაკითხვას შეუდგა. ხმა გაებზარა, სიტყვები: მინეტი, ანალური – ჩაახველა და ისე წარმოთქვა.

ბოლოს ფორთოხლისოდენად გაფართოებული თვალებით შემომხედა და მითხრა:

– შვილო ჩემო, ამ ცოდვებს ვერ მოგიტევებ!

– რატომ მამაო? – ნაწყენი ხმით მივუგე.

– მძიმე ცოდვებია, მიუტევებელი.

გამოვბრუნდი. მართალია, ცოდვების შენდობის იმედი არ მქონდა, მაგრამ იმ კაცის დანახვა მინდოდა, ვინც ჩემი პირველი კლიენტი იყი, როდესაც მამიდა იზამ პლეშკაზე გამამწესა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

Create your website with WordPress.com
დაიწყე
<span>%d</span> bloggers like this: