Disney (დისნეი), ქართული ენა და დუბლირება

ერთი თვის წინ გამოქვეყნდა სტატია „დაე, „დისნეის“ ძალა იყოს ჩვენთან“, რომლითაც გვაუწყეს, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელშეკრულება დადო „დისნეისთან“ და „დისნეის“ საუკეთესო პროდუქცია არხის საეთერო ბადეში დაიდებს ბინას“. თუმცა ამ ყველაფერს აქვს პირობაც, კერძოდ, უნდა მოხდეს „ფილმების უმაღლესი ხარისხით დუბლირება“. „იუთუბს“ თუ გადახედავთ, გულშემატკივრების მიერ განთავსებული ვიდეოებს იპოვით, რომელშიც „დისნეისა“ პერსონაჟები მრავალ ენაზე მღერიან თუვრცლად “Disney (დისნეი), ქართული ენა და დუბლირება”

,,დღე უკანასკნელი, დღე…”, როცა კაცს ყველაფერი ეპატიება

ქართული ფილმი, ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, 1960 წელსაა გადაღებული. ბევრი ცნობისაღმძვრელი სცენებია, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ,,მე-5 სართილის ოჯახის” ამბავს. მოსიყვარულე ოჯახს პრობლემები მაშინ ექმნება, როდესაც ქმარი (ლევანი), ინჟინერი, გაიწვიეს რუსეთის დასალიერში, ექიმი ცოლი (თამარი) კი თბილისში რჩება. ლევანი თამარს ჰღალატობს. მან ცოლი მიატოვა; ეტყობა, მისი გული ,,რუსის ქალმა” დაიპყრო. თამარი დიდ ხანს ელოდა ქმარს, ვიდრევრცლად “,,დღე უკანასკნელი, დღე…”, როცა კაცს ყველაფერი ეპატიება”

როცა თეატრი მხოლოდ თეატრალურობაა

თეატრმა, ანტიკური ბერძნების გამოგონებამ, ადამიანებს სანახაობა მისცა, ადამიანების განცდები და გრძნობები თვალსაჩინო გახადა, ადამინებს ადამიანების სულში ჩაახედა. საქართველოშიც პოპულარულია იგი. მეტიც, თბილისში რუსული თეატრიც კი არსებობს. მაგრამ ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს თეატრების გარკვეული ნაწილი გაჭედილია, მეცხრამეტე საუკუნეშია ჩარჩენილი, ვერ ვითარდება — თითქოს ბრეჟნევის უძრაობის ხანა დაუდგათ. შარშან, იანვარში თუმანიშვილის თეატრში ,,მეფე ლირს” დავესწარი. ვერ ვიტყვი,ვრცლად “როცა თეატრი მხოლოდ თეატრალურობაა”

როცა თავი პრუსტი გგონია და სინამდვილეში რუხი ხარ

მარსელ პრუსტი უდაოდ გენიოსია. თუმცა თავის დროზე მისი შედევრი, ,,დაკარგული დროის ძიებაში”, არც ერთმა გამომცემლობამ არ გამოაქვეყნა. პრუსტი, მივიწყებული გენიოსებისგან განსხვავებით, მდიდარი იყო, ამიტომ შეისყიდა გამომცემლობა და საკუთარი ნაწარმოები თვითონ გამოსცა. დიდი ხანი თავს ვიმშვიდებდი, გონებაში ვიმეორებდი: ,,მეც შევისყიდი გამომცემლობას და ჩემს ,,შედევრებს” გამოვცემ”, მაგრამ მივხვდი, რომ სიმდიდრე არაფერ შუაშია, უბრალოდ, პრუსტისგან განსხვავებით, ზოგიერთ ადამიანსვრცლად “როცა თავი პრუსტი გგონია და სინამდვილეში რუხი ხარ”

ღამის გუშაგი

ლაჟვარდ სივრცეში ვერცხლის ისრები, მთვარემ ბრძანა და ასე ინება: „ნისლის აჩრდილად განიფინები და ცოცხალ ძალად მოეფინები!“ რძისფერი ღამე შენი შეხებით, ახალ სივრცეში გარდაიქმნება, ოცნებაც მკრთალი შენზე ნაფიქრი ახალი ძალით ვერცხლისფრად კრთება. მარქვალას სუნთქვით, ღამევ სად მიქრი?! ის ტალად გიდგას, წამიც გაკრთება, რძისფერი მანგის თეთრი ნათებით, ნაღველი ღამის გაფერმკრთალდება. ნარინჯისფერი ფოთოლთ შრიალი, ბირას ხიობად გარდამქნის ხელად,ვრცლად “ღამის გუშაგი”

შენი ფერები

მინდა, გხედავდე მხოლოდ ფერებში, რომ მთლად შევიგრძნო ცისფერი ზეცა. მინდა, გიცქირო მზისფერი ნისლით და მით ვიხილო, რაც გულზე მეცა; მინდა, წითელი გქონდეს ღიმილი, რომ ცეცხლისფერი იყოს ეს კოცნა. მინდა უფერი იყოს ტკივილი, ვერავინ მიხვდეს ტრფობამ რა მომცა; მინდა, გიხილო მხოლოდ ფერებში, ამით შევიგრძნო ღვთიური გრძნობა, შენი სიტყვების უთქმელ დღეებში შავად ვიხილო, მინდა, ეს ტრფობა. თუვრცლად “შენი ფერები”

მოგონება

აჰა, დადგა ის დროება, როცა რისხვით შემომხედავ, აღვზევდი და ქვემოდან მცქერ, უკვე სხვა მხრივ − ნათლად მხედავ. მიწად მცქერდი, ტალახადაც, გარეთ გამო რომ სრულ იყავ, ახლა კიდე ვერ მცნობ − თურმე აქამდე მე უსრულ ვიყავ?! მეც ვნატრობდი შენთან ყოფნას, ვოცნებობდი, მოსულიყავ, მაგრამ მუდამ სხვას ელოდი, ჩემს ოცნებებს შენ რული ჰყავ. ახლა ნაზი ყვავილი ხარ, მევრცლად “მოგონება”

ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები

ღვარცოფად იქცა მღელვარება,  თან დუღს განცდები, ახალგაზრდები გამოდიან ქუჩაში ერთად, კედლებს ღებავენ წარწერებით, იქნება ვცდები, ეს სიახლეა, არა ჯანყი − იცვლება მკვეთრად. ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ტაძრის კარები, შვიმი უცვალეს სისწორეს და მახვილ კუთხეებს, ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები, სახლები დაწვეს, ტყე გაჩეხეს, მოკლეს ხეები. ვხედავ შორიდან რად იქცევა ძველი ველები, ვხედავ, მდინარემ შეიცვალა კალაპოტები, ვუცქერ მზის სხივებს, დაიკოჟრავრცლად “ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები”

გი დ’ ჟი

უძილო ღამე ისევ დამიფრთხეს − თითქოსდა ისევ ღრმად მძინებოდეს; მსურს, სიმშვიდეში მეღვიძოს, მითხრეს: „შენც სიზმარს ვინღა გეცილებოდეს, ვის რად სჭირდება შენი ფხიზლობა, ვის რად სჭირდება შენი აზრები!“   და დაასრულეს სიფხიზლის ლღობა, აზრს გამოსტაცეს კარგი სიტყვები, და დამიმძიმდა მხრებზე შართქვინი, თვალში გამიქრა ფერადი ლხინი, მითხრეს: „ნუ უცქერ სხვებს, რადგან მოგატყუებენ, წყალთან წყაროს წყალს მოგაწყურებენ, გრძნობასვრცლად “გი დ’ ჟი”

დაბრუნება

(ნაწყვეტი პოემიდან ,,ღმერთების ნადიმი”) სიტყვა ითხოვა როქიმ, სითეთრით შუქს ირეკლავდა მისი სამოსი, არც მხცოვანია, არც ახალგაზრდა, წვერი მეჩხერი აქვს, ვით ნათოსი. შავ წვერს ამშვენებს შიგ ჩაქსოვილი, ძეწკვი, სამაგრი, ჯავარ–ოქროსი, მრავალნაკეცი გრძელი სამოსი ხვეული იყო, ვით კომბოსტოსი, მოსულ კაცთაგან, მღვდელმსახურთაგან იყო ყველაზე იგი უმცროსი, ილუმელ ღიმით კრებას გაჰხედა, სიტყვა წარმოთქვა, ვითა უფროსი, დაიწყო თხრობა დასაბამიდან, ამბავივრცლად “დაბრუნება”

Create your website with WordPress.com
დაიწყე