***

მინდა, მიყვარდეს ისეთი ვინმე, შურით კვდებოდეთ − რისხვით დავიგმე, ყოველ დღე ჩემი ცქერით ტკბებოდეს, მისი სურნელი სულს ეხებოდეს, მისი თვალები სიბრძნეს ეძებდეს, ენა კი მხოლოდ აზრს მეტყველებდეს, ღიმილი მისი ყველას მერჩივნოს, უჩემობისთვის მას სურდეს, ივნოს; მინდა, იკითხოს ჩემი ლექსები, აფრთოვანებდეს ჩემი ტექსტები, უნაკლო ვიყო, ის ასე თვლიდეს, ჩემი გულისთვის სახეს იცვლიდეს, მისი შეხებით ვგრძნობდე სიამეს,ვრცლად “***”

***

მინდა, შევქმნა პერსონაჟი, ქალი. მინდა, იყოს უმტკიცესი რვალი. რომ მკითხველი განარისხოს ქცევამ, თქვან, რომ იგი გამოზარდა ევამ, თქვან, რომ გვერდით ლილიტი მას ჰყავდა და ასწავლა, რაც სიმართლეს ჰგავდა, თქვან, რომ იგი არის ქვეყნის ბოზი, თქვან, პირიქით არის ავგაროზი, თქვან, მან შერყვნა თვით ღვთიური ნეკნი, თქვან, გმირია, თვით გულშეუდრეკნი. მოკლედ, მინდა, შევქმნა ქალის სახე, იყოს ყველავრცლად “***”

ამფიბიები

გუშინ ქუჩაში შევხდი სასწაულს, ვერ დაიჯერებ რა მოხდა მერე, ამფიბიების ცეკვას ვუცქერდი; განგებავ, მათთვის, გთხოვ, ამამღერე! იქვე დოლს სცემდა მუგვობით ღმერთი და იანუსი უღიმის სავსედ, და მის დაკრულზე ამფიბიები მდოვრედ უხრიან თავს, ტყუილ-მარჯვედ, ცაში ხტებიან და ირწევიან, სიზმრებს ამხელენ ნანახს ას-ასჯერ, და დასცინიან ყველას ვინც უცქერს, აღფრთოვანებით აქებს ათასჯერ. ამფიბიები წრედ იკვრებიან, ცეცხლს ანთხევენ დავრცლად “ამფიბიები”

ბანდილებში (ლაბირინთებში)

  თითქოს სიზმრებს დავუზავდი და ვფიქრობდი, ეს მე მარგებს, თითქოს გრძნობებს გავექეცი, ათასგვარს და მრავალ ქარგებს. სიზმრად ვნახე ისევ რაღაც, ისევ შიგნით ვიწვი მწარედ, სულმა კარი გააღო და ცეცხლის ტალღებს ისვრის, მთვარედ მსურდა ზმანად გადაქცევა, გავუფანტო გულმდუღარედ ღამის მარქვალას ვინც შესცქერს, დავუამო ცრემლნი ცხარედ დამდინარი მის სახეზე, ვინც რომ ტირის, ვაჰ, მწუხარედ. თითქოს სიზმრებს დავუზავდი,ვრცლად “ბანდილებში (ლაბირინთებში)”

ოცობოდება

მკერდში მხოლოდ ტკივილია და სიცოცხლის წამი დის, ვით უხვი წყლით ღვარცოფი, უპეს ღალავს ნამი, შენს სულს ვხედავ და ვკითხულობ, ვპოვე ვით სავანი, თუმცა მწარე ტყუილია, ოცნებაა წყნარი, ოცობოდებაა, მახე და ტევრი უღრანი. შენს თვალებში ვხედავ ვნებას, თუმც გარს-გალავანი გიცავს, გმალავს და სხვას აფრთხობს, ვკარგე დასაბამი, თითქოს იგი არც ყოფილა, სიზმარია მთვრალი, ღმერთებისებრ სხივმოსილო, ვგრძნობ, ეშმაკისვრცლად “ოცობოდება”

***

სახის ნაცვლად ქაოსი გაქვს და თვალებში ნისლთა გრემა, იმ გრძნობისთვის განწირული, მკერდში მესმის ავი ცემა; ცას ავხედავ, ვარდისფერი ფიფქთა ცვივა თბილი ფენა, უქიანოს დავსერავდი, რომ მეხილე, გაქრა რწმენა, დაიკარგე შავ წყვდიადში, ბნელმა ციხე აიშენა, ლურჯი ცხენი წყალზე დაჰქრის, აჩრდილმა ის გააჭენა. თვალებში გაქვს ის ქაოსი, რამ’ც ღმერთობა დაიჩემა, ვერ გაფანტა მთვარის შუქმაც, შემინელდა გულისცემა.

სიზმარი ქვესკნელში

რაღაც იღვიძებს, ცა ღარ-ღარ მძვინვარებს, მოჰქუხს ხუმრობით ქვითინი, მცველნი კვდებიან და თან-თან მძინარებს, გონს თუ მოვუხმობ, მაშინ ვიცინი, მაგრამ ვიძიებ რაც კარ-კარ მდინარებს, შორს მწუხრად მოჩანს სევდათ მდინარე, შევცურავ შიგნით და დავლევ ლეთეს, ვეღარ ვიხსენე ტკივილი, თვით დამავიწყდა ტანჯვის ტირილი, სულში აღიძრა უცხო კივილი, კედელს შეასკდა წყვდიადი ღამის, ეძებს გასასვლელს, მესმის ჩივილი, თითქოს დავნებდი, დავყევი ვნებას, ვცდილობ განვკურნო მკვდარივრცლად “სიზმარი ქვესკნელში”

ღმერთების ბჭობა

,,დაე, დაიწყოს ჩვენი ღრეობა, კაცთა ბედი ხომ განსჯას ელოდა!” – წარსდგა მაღალი თვალებლაჟვარდა, სიტყვა სათქმელად არ ელეოდა. ,,სიმართლეს ამბობ, უზენაესო”  – კვერი დაუკრა თმაგრძელმა, – ,,ჰო და, ვამცნოთ სამყაროს უფალთა კრება, ქარი ვავლინოთ, ვით მაშინ ქროდა, როცა მისრეთის ხელმწიფეს ჩვენთვის კადნიერების სიტყვა უკრთოდა”. ,,ქარბუქიანო, შენი ჯერია, ააშრიალე ხეები მშვიდი, აღვიძე ზღვები, რომ იგრძნოს მიწამ ჩვენივრცლად “ღმერთების ბჭობა”

ლილისფერი იები

როდესაც მთვარის რუხი სხივები დედის ცრემლს ღაწვზე აციებს, სასოწარკვეთის კვნესა მოისმის და მძულვარება აჭკნობს ლილ’ იებს, მტვერში გასვრიან ყველა სიკეთეს, სხვისი ტკივილი ბევრს რომ აცინებს, დაიკარგება უმანკო სული, ჩვენ გავაგრძელებთ სუნთქვას ფშვინვიერს. არავინ უწყის, რამდენჯერ მოკვდა და თან აღმოხდა ტკივილის ხმანი, ჩვენ ვერ ვიჯერებთ ამ ბოროტებას, ის მკვდარი არის, არ წყალობს ხანი, მისი დროება დასრულდავრცლად “ლილისფერი იები”

ფემინისტური ცეკვა ქართული

აჩქარებული ნაღვლიანი მუსიკა… ნელად, ჰანგები დაწყებისას ფიქრებში გაგისტუმრებს ხოლმე; გინდა, რომ თვალები დახუჭო და განსჯას მიეცე, დაფიქრდე, თუმცა ვერ ხვდები, ანდა არ უტყდები საკუთარ თავს, თუ რას უნდა ჩაუფიქრდე. ყველაფერი ეს წამებში ხდება და ვერ გაიაზრებ სინამდვილეს, ისე შემოიჭრებიან არწივებივით მოცეკვავეები. თითქოს სანადიროდ შემართულნი, ჰაერში დალივლივებენ ჰარმონიულად, ერთმანეთს ტალად მდგარნი, ჰაეროვნად დარბიან: ჯერ სწორ ხაზებზევრცლად “ფემინისტური ცეკვა ქართული”

Create your website with WordPress.com
დაიწყე