კონსტიტუცია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” და სხვა გასაჭირი

2003 წლის 23 ნოემბერს, შემოდგომის ცივ დღეს, საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა მრავალდღიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, კონსტიტუციის მიხედვით, პრალამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე. დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2004 წლის 4 იანვარს გაიმართა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100 %-მა პრეზიდენტად აირჩია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონსტიტუციის მიხედვით ჰქონდავრცლად “კონსტიტუცია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” და სხვა გასაჭირი”

სტუდენტები მივდივართ აქციაზე!

ხშირად მითქვამს: არაფერს ვაკეთებ, ჯერ-ჯერობით სტუდენტი ვარ. ეკონომიკის ენაზე სტუდენტები არიან ადამიანური კაპიტალი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა დღეს მივხვდი, რომ ფრაზა “არაფერს ვაკეთებ” არ არის მართებული. 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას თსუ-ს პირველ კორპუსთან, შევუერთდი ოთხის წუთებზე,მეგობრებთან ერთად. აქტივისტები, აპარტიულები თუ პარტიულები,  ყველა ერთად, ვაპროტესტებდით ძალადობას პენიტენციალურ სისტემაში, დავრცლად “სტუდენტები მივდივართ აქციაზე!”

ღამის კოშმარად ქცეული მეჩეთი

მოცემულ ფოტოზე გამოსახულია მეჩეთი, რომელმაც ესოდენ დიდი დისკუსია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბათუმელებში. ბათუმში, როგორც თბილისში, მრავალი რელიგიური ნაგებობაბაა – სინაგოგა, კათოლიკური და გრიგოლიანური, ქართული და რუსული მართმადიდებლური ეკლესიები და, რაღა თქმა უნდა მეჩეთი (ჯამე) ქუთაისის ქუჩაზე. თუმცაღა მიუხედავად ამისა იმ ფაქტმა რომ ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენებულიყო ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია (მურმან დუმბაძეს კივრცლად “ღამის კოშმარად ქცეული მეჩეთი”

ავტობუსმა გამასწრო!

რამდენიმე დღის წინ, მეხუთე თუ მეექვსე მცდელობაზე, როგორც იქნა, საბოლოოდ, ჩავაბარე პრაქტიკული გამოცდა მართვის მოწმობის ასაღებად. ალბათ, იტყვით სად სათაური და სად ეს ამბავიო, მაგრამ ცოტაც მოითმინეთ და მიხვდებით თუ რას ვგულისხმობ. საქმე ქართველების მენტალიტეტშია, მათ ოსტატობაში აღიქვან სინამდვილე ისე როგორც მათ სურთ და არა ისე როგორც არის. დაახლოებით ერთი თვის წინ ჩავაბარე თეორიული გამოცდავრცლად “ავტობუსმა გამასწრო!”

საქართველოს მოდა

ადამიანი რის ადამიანი იქნება რაღაცა, რომ არ მოსწონდეს?! ყოველთვის კრიტიკულები უნდა ვიყოთ; ყოველთვის დაკვირვებულები; არგუმენტების მოძიება საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად არ უნდა გვიჭირდეს (რა გინ დებილობას ამბობდე); საკუთარი აზრი უნდა გაგვაჩნდეს და, ამავდროულად, ჩვენი აზრები მასის აზრებს უნდა ემთხვეოდეს (მაგრამ მაინც საკუთარი ჰქვია). უეცრად, გაიფიქქრებ, მოდი მართლა კრიტიკულად შევაფასებ არსებულ ვითარებას, თავისუფლად გამოხატავ საკუთარ აზრს, იტყვივრცლად “საქართველოს მოდა”

უფლება წავიდე

“რამდენი ადამიანიც არსებობს იმდენი აზრიაო”. თუ თითოეული ადამიანი თვლის, რომ მისი აზრი ჭეშმარიტებაა, მაშინ 6 მილიარდი ჭეშმარიტებაა დედამიწაზე; ამიტომ ვერავინ მოსთხოვს მეორეს აღიაროს სხვისი ჭეშმარიტება, რა თქმა უნდა, თუ ერთმანეთის აზრები არ ემთხვევა. იგივე შეიძლება ითქვას ქრისტინულ რელიგიებზეც, რამაც საქართველოში აგრესიული სახე შეიძინა და ძალადობრივი, ძალმომრეობითი გახდა. რამდენი ფაქტითაა შესაძლებელი დაამტკიცოთ, რომ ქართველი მართლმადიდებლების ერთივრცლად “უფლება წავიდე”

გრძნობა უსიყვარულოდ

იცით, რას გრძნობს ადამიანი როდესაც უყვარდება?! ალბათ იცით, ზოგმა წიგნებიდან – პოეზია, პროზა, – ზოგმა სერიალიდან: სული ეხუთება, მისი ჩახუტება, კოცნა–ამბორი უნდება, მის გარეშე ვერ ძლებს;  დეიდაშვილისგან: „მილიონი ჭიანჭველა დაღოღავს მუცელში და არ ჩერდება, გული ყელში გებჯინება – გინდა იტირო, იყვირო, მაგრამ არც ერთი გამოგდის და არც მეორე“; გურული ბიცოლასგან: „ ყიდულობ ფეხსაცმელს, ფიქრობ, მასვრცლად “გრძნობა უსიყვარულოდ”

Create your website with WordPress.com
დაიწყე