იმ დღეს მღვდელთან ვიყავი. პლეშკაზე უთენია დავამთავრე „მოღვაწეობა” და აღსარების სათქმელად ეკლესიაში გავქანდი. ბოლოს ეკლესიაში, მგონი, თინეიჯერობისას ვიყავი; წინა დღით, ვიდრე მამიდა იზა პლეშკაზე გამიშვებდა. ჰოდა, მეც მღვდელთან ავედი, ვიცოდი, რომ ის იქ დამხვდებოდა, ლულუმ წინა დღით მითხრა, ყოველ ხუთშაბათს დილაუთენია ადის ტაძარშიო. მღველს ცოდვების სია გადავეცი, იმან თავზე რაღაც რომ აქვს ჩამოკიდებული ჰალსტუხივით ისვრცლად “პირველი გასეირნება პლეშკაზე”
Category Archives: სიძვის დღიურები
დავკარგე 300 დოლარი
ვდგავარ ,,პლეშკაზე”. თუ არ იცით, პლეშკა ის ადგილია, სადაც ჩემნაირი სექსმუშაკები საქმიანობენ. სადღაც ღამის საათებია. ეს ამბავი მაშინ ხდება, როდესაც მთავრობა ნაკლებად გვერჩოდა, კარანტინი დაწესებული არ იყო, პატრულის დანახვისას კი თავის არიდების მიზნით დავიხრებოდი, თითქოს თასმას ვიკრავდი. ახლა თუ დაიხრები, დახრილი შეგტენიან მანქანაში, ორიათასლარიან ჯარიმას აგკიდებენ და დასაძრახი თვალებით შემოხგედავენ, ნწ, ნწ, ნწ, შე ცუდოო,ვრცლად “დავკარგე 300 დოლარი”