ღამის გუშაგი

ლაჟვარდ სივრცეში ვერცხლის ისრები, მთვარემ ბრძანა და ასე ინება: „ნისლის აჩრდილად განიფინები და ცოცხალ ძალად მოეფინები!“ რძისფერი ღამე შენი შეხებით, ახალ სივრცეში გარდაიქმნება, ოცნებაც მკრთალი შენზე ნაფიქრი ახალი ძალით ვერცხლისფრად კრთება. მარქვალას სუნთქვით, ღამევ სად მიქრი?! ის ტალად გიდგას, წამიც გაკრთება, რძისფერი მანგის თეთრი ნათებით, ნაღველი ღამის გაფერმკრთალდება. ნარინჯისფერი ფოთოლთ შრიალი, ბირას ხიობად გარდამქნის ხელად,ვრცლად “ღამის გუშაგი”

შენი ფერები

მინდა, გხედავდე მხოლოდ ფერებში, რომ მთლად შევიგრძნო ცისფერი ზეცა. მინდა, გიცქირო მზისფერი ნისლით და მით ვიხილო, რაც გულზე მეცა; მინდა, წითელი გქონდეს ღიმილი, რომ ცეცხლისფერი იყოს ეს კოცნა. მინდა უფერი იყოს ტკივილი, ვერავინ მიხვდეს ტრფობამ რა მომცა; მინდა, გიხილო მხოლოდ ფერებში, ამით შევიგრძნო ღვთიური გრძნობა, შენი სიტყვების უთქმელ დღეებში შავად ვიხილო, მინდა, ეს ტრფობა. თუვრცლად “შენი ფერები”

ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები

ღვარცოფად იქცა მღელვარება,  თან დუღს განცდები, ახალგაზრდები გამოდიან ქუჩაში ერთად, კედლებს ღებავენ წარწერებით, იქნება ვცდები, ეს სიახლეა, არა ჯანყი − იცვლება მკვეთრად. ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ტაძრის კარები, შვიმი უცვალეს სისწორეს და მახვილ კუთხეებს, ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები, სახლები დაწვეს, ტყე გაჩეხეს, მოკლეს ხეები. ვხედავ შორიდან რად იქცევა ძველი ველები, ვხედავ, მდინარემ შეიცვალა კალაპოტები, ვუცქერ მზის სხივებს, დაიკოჟრავრცლად “ახალგაზრდებმა დაამსხვრიეს ქანდაკებები”

გი დ’ ჟი

უძილო ღამე ისევ დამიფრთხეს − თითქოსდა ისევ ღრმად მძინებოდეს; მსურს, სიმშვიდეში მეღვიძოს, მითხრეს: „შენც სიზმარს ვინღა გეცილებოდეს, ვის რად სჭირდება შენი ფხიზლობა, ვის რად სჭირდება შენი აზრები!“   და დაასრულეს სიფხიზლის ლღობა, აზრს გამოსტაცეს კარგი სიტყვები, და დამიმძიმდა მხრებზე შართქვინი, თვალში გამიქრა ფერადი ლხინი, მითხრეს: „ნუ უცქერ სხვებს, რადგან მოგატყუებენ, წყალთან წყაროს წყალს მოგაწყურებენ, გრძნობასვრცლად “გი დ’ ჟი”

შინ

შინ ვეღარასდროს დაბრუნდები, ვეღარ იხილავ ისევ ბავშვობას, შორს გაქცეულხარ სახლიდან, კიდევ სიბრძნით დაეძებ კიდეც ლაღობას, ასე გგონია, დაგიძახებენ, სუფრაზე კი დევს იფნის ტოტები, ფიქრობ, შეგმოსეს დიდების ტოგით, მთიდან მოისმის შენზე ხოტბები. შენ ვინ ხარ, ანდა რა ქმნილება ხარ, საკუთარ თავსაც ვეღარც ცნობ, მოკვდი და დროს დაეძებ, მხილება მხარსაც უთუოდ ავნებს, ნაცნობსაც რომ ცდი, მდინარეც მშვიდადვრცლად “შინ”

ღონის ძიება

ვინ განსაზღვრა ჩვენთვის ჩვენი წამი და წუთი?! ბალახის ველზე მარტივია გზების გაკაფვა, გვინდა, ვიცოდეთ, თუ რას მალავს შავ-ბნელი ყუთი, ყველაფერი სხვა უბრალოა − სიტყვების ღაფვა; მხოლოდ სიტყვები უაზროა, შექმნის განწყობა იმას რაც არის ჭეშმარიტი ჩვენი განცდებით, ამაგს ხომ ფასი ეკარგება და კვდება გრძნობა; მეტყვი: სიკეთე უსიტყვოა თავგამოდებით. თუმცა უაზრო მრავალია სიტყვა წართქმული, თითქოს მეგზურად თანვრცლად “ღონის ძიება”

***

ვერაფერს ვხვდებით, რაფებს ვეკვრებით, ვცდილობთ შევიგრძნოთ ბოლო წვეთებით, სიოს რომ მოაქვს ჰაერი შეკვრებით, თითქოს ჯადოსნურ ხმას ვეურჩებით, თითქოს გემბანზე მივდევთ მლაშე სუნს, თითქოს თვალებით ზღვას ვეხუტებით, შენ სამყარო ხარ და იტევ ზღვის სულს, მე ნამცეცი ვარ, წვეთს ვეუღლებით. ოცნების კიდეს მივდექი მშვიდად, ვუყურებ ქვესკნელს მწვანედ რომ ელავს, ადამიანის სულს ვხედავ წიდად მღერის სიმღერას, მღერის დავრცლად “***”

მე და ქარი

რა მშვიდია ის საღამო, როცა მღერის ქარი, ნაზად ახებს უჩინარ ხელს და ასე ჟღერს ქნარი, ცის დარაჯიც ლამაზია რძისფერი თმით, ცივით, ქარი ღერებს ცას რომ ახებს, მღერის გრიგალივით. არ მინდა, რომ ამ შეგრძნებამ, ეჰ, დამტოვოს მარტო, მინდა, ვიყო ნაზი ყლორტი,  მოსოს სამოსმა რტო, ქარმა მითხრას: „დამემგზავრე, მოვიმღეროთ ღამე, მთელს მსოფლიოს ვასმენინოთ ეს საამო რამე“. მაგრამვრცლად “მე და ქარი”

***

მინდა, მიყვარდეს ისეთი ვინმე, შურით კვდებოდეთ − რისხვით დავიგმე, ყოველ დღე ჩემი ცქერით ტკბებოდეს, მისი სურნელი სულს ეხებოდეს, მისი თვალები სიბრძნეს ეძებდეს, ენა კი მხოლოდ აზრს მეტყველებდეს, ღიმილი მისი ყველას მერჩივნოს, უჩემობისთვის მას სურდეს, ივნოს; მინდა, იკითხოს ჩემი ლექსები, აფრთოვანებდეს ჩემი ტექსტები, უნაკლო ვიყო, ის ასე თვლიდეს, ჩემი გულისთვის სახეს იცვლიდეს, მისი შეხებით ვგრძნობდე სიამეს,ვრცლად “***”

***

მინდა, შევქმნა პერსონაჟი, ქალი. მინდა, იყოს უმტკიცესი რვალი. რომ მკითხველი განარისხოს ქცევამ, თქვან, რომ იგი გამოზარდა ევამ, თქვან, რომ გვერდით ლილიტი მას ჰყავდა და ასწავლა, რაც სიმართლეს ჰგავდა, თქვან, რომ იგი არის ქვეყნის ბოზი, თქვან, პირიქით არის ავგაროზი, თქვან, მან შერყვნა თვით ღვთიური ნეკნი, თქვან, გმირია, თვით გულშეუდრეკნი. მოკლედ, მინდა, შევქმნა ქალის სახე, იყოს ყველავრცლად “***”

Create your website with WordPress.com
დაიწყე