***

მინდა, შევქმნა პერსონაჟი, ქალი. მინდა, იყოს უმტკიცესი რვალი. რომ მკითხველი განარისხოს ქცევამ, თქვან, რომ იგი გამოზარდა ევამ, თქვან, რომ გვერდით ლილიტი მას ჰყავდა და ასწავლა, რაც სიმართლეს ჰგავდა, თქვან, რომ იგი არის ქვეყნის ბოზი, თქვან, პირიქით არის ავგაროზი, თქვან, მან შერყვნა თვით ღვთიური ნეკნი, თქვან, გმირია, თვით გულშეუდრეკნი. მოკლედ, მინდა, შევქმნა ქალის სახე, იყოს ყველავრცლად “***”

Create your website at WordPress.com
დაიწყე