(ნაწყვეტი პოემიდან ,,ღმერთების ნადიმი”) სიტყვა ითხოვა როქიმ, სითეთრით შუქს ირეკლავდა მისი სამოსი, არც მხცოვანია, არც ახალგაზრდა, წვერი მეჩხერი აქვს, ვით ნათოსი. შავ წვერს ამშვენებს შიგ ჩაქსოვილი, ძეწკვი, სამაგრი, ჯავარ–ოქროსი, მრავალნაკეცი გრძელი სამოსი ხვეული იყო, ვით კომბოსტოსი, მოსულ კაცთაგან, მღვდელმსახურთაგან იყო ყველაზე იგი უმცროსი, ილუმელ ღიმით კრებას გაჰხედა, სიტყვა წარმოთქვა, ვითა უფროსი, დაიწყო თხრობა დასაბამიდან, ამბავივრცლად “დაბრუნება”