***

მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო დედოფალო!
ჩემი სიყვარული მონაბერ ქარს ჰგავს.
ო, მართლაც მიყვარხართ, ჩემო დედოფალო!
ვარდის სილამაზით ეკლები არ ჩანს.
მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო დედოფალო!
ეს სიყვარული მღელვარე ზღვას ჰგავს,
ტალღა ნატყორცნი, ცეცხლივით მდაგავს
და სიყვარული უფსკრულში ჩამნთქავს,
ვეღარ გიპოვი, ეს კი სწრაფად მკლავს,
ჩემო დედოფალო, ოცნებას გავხარ,
ჩემი სიზმრები ნაცრისფერ თმას ჰგავს – 
უთვალავი, თან ერთიან ზღვას ჰგავს,
სიო დაჰქრის და ნელა არხევს მას,
მეც მეღვიძება, ვეღარ ვხედავ ზღვას!

დატოვე კომენტარი

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე