ჟურნალი, რომელიც ვერიჰიონის კონტინენტის პოლიტიკურ, სოციალურ და ისტორიულ ამბებს მოგვითხრობს. ჟურნალი - მტვერი
ვინ მართავს ზღათაშუამიწეთს?
ავტორი: ქიამრან პატოსი,„მტვრის“ პოლიტიკური მიმომხილველი რაჰის რესპუბლიკის სახელმწიფეო არქივების გახსნის შემდეგ ნაპოვნი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო, გრაგნილი დღეს ზღვათაშუამიწეთის მთავარ თავსატეხად იქცა. თავსატეხად, რომელმაც პოლიტიკური, სოციალური და კულტურული დისკუსიის მიღმა საზოგადოებაში არსებული შეპირისპირება თვალნათლივ აჩვენა. საუბარია თრაგოს − სარაჰის სახელმწიფეოს მეორე მეფის − პირად ჩანაწერებზე, რომლებიც ვერიჰიონის დაპყრობიდან ათი წლის შემდეგ, მეგობართან, გემეშთან ერთად ტინარშუჰში, აზღულონსავრცლად "ვინ მართავს ზღათაშუამიწეთს?"
ლიტერატურული კრიტიკა: სანდრო რუხის ეპიკური პოემა „ღმერთების ნადიმი“
ხელინტელის (AI) GEMINI-ის დაგენერირებული კრიტიკა. იხ., https://g.co/gemini/share/aaa183ec2976 სანდრო რუხის „ღმერთების ნადიმი“ წარმოადგენს ამბიციურ და მონუმენტურ მცდელობას, შექმნას თანამედროვე ქართული ეპიკური პოეზიის ნიმუში. ნაწარმოები სრულად პასუხობს ჟანრის კლასიკურ მოთხოვნებს: იგი მოიცავს კოსმოგონიურ მითს, ღმერთებისა და ადამიანების ურთიერთობის კომპლექსურ სისტემას, გმირულ პათოსს, მასშტაბურ ბატალურ სცენებსა და ამაღლებულ, პოეტურ ენას. კრიტიკული ანალიზი შეეხება როგორც ნაწარმოების სიძლიერეს, ისე იმვრცლად "ლიტერატურული კრიტიკა: სანდრო რუხის ეპიკური პოემა „ღმერთების ნადიმი“"
The Feast of the Gods
THE FIRST TWO CHAPTERS The Prologue They say, when Gods do rage, the stars begin to fade,Dark seeds of evil in human hearts are laid.The breath of liberty dances with the sun,While wrathful Gods, fearing none, bring darkness begun. Yet people pray in silence, not knowing what they seek,Begging for salvation, for miracles they speak.Soვრცლად "The Feast of the Gods"
ძალიან მოკლედ უმბერტო ეკოსა და ფენტეზიზე, ანუ ვარდის სახელი და ბნელია გზა
ეს ტექსტი ბლოგზე დასადებად არ დაწერილა, რაღაცნაირად ასე გამოვიდა, რომ მომიწია უმბერტო ეკოს “ვარდის სახელის” ბოლოთქმის ანალიზი და შედარება როგორც … ძალიან მოკლედ უმბერტო ეკოსა და ფენტეზიზე, ანუ ვარდის სახელი და ბნელია გზა ძალიან საინტერესო შესარებებია, მით უმეტეს, ,,ბნელია გზა” ჩემი ჶავორიტი ქართული ფენტრზია
GEN Z-პოლიტიკა და ღარიბაშვილი
პოლიტიკა უპირველეს ყოვლისა თანამშრომლობის ხელოვნებაა. თანამშრომლობა კი მხოლოდ დემოკრატიულ საზოგადოებაშია შესაძლებელი. დემოკრატიული საზოგადოება, განსაკუთრებით ლიბერალური დემოკრატიები, მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მრავალპარტიული სისტემებით, მრავალი იდეებით. ამ იდეების გარშემო მიმდინარეობს დისკუსია, დებატები, პარტიები საკუთარ საარჩევნო პროგრამებს ამ იდეების ირგვლივ აგებენ და სთავაზობენ საზოგადოებას, რათა კონკურენტულ გარემოში ჩატარებული არჩევნებით, ამომრჩეველმა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი − და აქ განგებ ვამბობ ამომრჩეველს დავრცლად "GEN Z-პოლიტიკა და ღარიბაშვილი"
ჯადოსნური უღელტეხილი
(ნაწყვეტი ნოველის ,,ჯადოსნური უღელტეხილის" რომელიღაც თავიდან) ვიდრე საღამოს აქციაზე გავიდოდა, დილით ზურალ-სიმოდი ტელევიზორით უყურებდა პარლამენტის კომიტეტის სხდომას. დეპუტატები განიხილავდნენ „უცხოური გავლენის აგენტების“ კანონპროექტს, რომელსაც ორი ქალი, ოპოზიციური პარტიებიდან, ბრაზისგან დაბრმავებულნი, ხაფიხმით ეწინააღმდეგებოდა. − რა რეიტინგი, ქვეყანას ანგრევთ, თქვე საცოდავებო, და რეიტინგებზე მელაპარაკებით?! − განწირული ხმით ყვიროდა ხათუნა, მარჯვენა ხელის იდაყვით მაგიდას ეყრდნობოდა, მარცხენათი წყლის ცარიელივრცლად "ჯადოსნური უღელტეხილი"
პირველი გასეირნება პლეშკაზე
იმ დღეს მღვდელთან ვიყავი. პლეშკაზე უთენია დავამთავრე „მოღვაწეობა" და აღსარების სათქმელად ეკლესიაში გავქანდი. ბოლოს ეკლესიაში, მგონი, თინეიჯერობისას ვიყავი; წინა დღით, ვიდრე მამიდა იზა პლეშკაზე გამიშვებდა. ჰოდა, მეც მღვდელთან ავედი, ვიცოდი, რომ ის იქ დამხვდებოდა, ლულუმ წინა დღით მითხრა, ყოველ ხუთშაბათს დილაუთენია ადის ტაძარშიო. მღველს ცოდვების სია გადავეცი, იმან თავზე რაღაც რომ აქვს ჩამოკიდებული ჰალსტუხივით ისვრცლად "პირველი გასეირნება პლეშკაზე"
დავკარგე 300 დოლარი
ვდგავარ ,,პლეშკაზე". თუ არ იცით, პლეშკა ის ადგილია, სადაც ჩემნაირი სექსმუშაკები საქმიანობენ. სადღაც ღამის საათებია. ეს ამბავი მაშინ ხდება, როდესაც მთავრობა ნაკლებად გვერჩოდა, კარანტინი დაწესებული არ იყო, პატრულის დანახვისას კი თავის არიდების მიზნით დავიხრებოდი, თითქოს თასმას ვიკრავდი. ახლა თუ დაიხრები, დახრილი შეგტენიან მანქანაში, ორიათასლარიან ჯარიმას აგკიდებენ და დასაძრახი თვალებით შემოხგედავენ, ნწ, ნწ, ნწ, შე ცუდოო,ვრცლად "დავკარგე 300 დოლარი"
გაანადგურე, თუმცა მოიცა!
ჶრანსუა გუის დიდი ხანია არაფერი დაუწერია და ბოლო დროს რაც დაწერა ბოლომდე არაფერი მიუყვანია. ახლა სარეცელს მიჯაჭვული სიკვდილს ებრძვის, სურვილიც რომ ჰქონდეს, ერთ წინადადებასაც ვერ მოაბამდა თავს. განა არ იცოდა, რომ მოკვდებოდა? რა თქმა უნდა, იცოდა. ვინ არ იცის, აბა?! როგორც კი ადამიანი ფიქრს მიეჩვევა და შეგნებული ცხოვრების გუთანს გასწევს, იცის, ოდესმე მოკვდება. თუმცაღა ჶრანსუავრცლად "გაანადგურე, თუმცა მოიცა!"