მგზავრი

ცვრის ცრემლები მზის სხივებში მწვანე მდელოს გახლართულა,ოქროსფერი სხივთა ცეკვით მდელო ამოდ ამართულა. მოდის ერთი მოგზაური, გზას უმოკლებს ყავარჯენი,ხისგან თლილი, გამოთლილი, მეგობრად ჰყავს დასაბჯენი. შედის ტევრში, ნაცრისფერი გადაეკრა არე-მარეს,ისმის ჩუმი გალობა და სიზმრებს ეტყვის ტყის მდინარეს. ხედავს ხეებს შეკიდულა მკვდართა ძვლები ხარის ტყავში,თითქოს სულნი დასტრიალებს, რომ ვერ მოვა სათვალვაში. და ჰყვებიან ამბავს ნახულს, გაგონილს თუ რაცვრცლად "მგზავრი"

ურთსაუბრის ძეგლისდება

მუხლი 1. 1.1. ეგე წესი ადგენს ურთსაუბარს მხარეებს შორის, რათა გამარტივდეს მიწერ-მოწერილობანი და გაღრმავდეს ვერბალური თუ სხვაგვარი ურთიერთობანი. 1.2 სიტყვა ურთსაუბარი გამოხატავს ნებისმიერი სახის კომუნიკაციას როგორც ვერბალურ, ასევე ელექტრონულ, საფოსტო თუ პირისპირ შეხვედრისეულ.მუხლი 2. მხარეებს შეუძლიათ ურთსაუბრისას გამოიყენონ:ა) არქაიზმები;ბ) ხუმრობანი;გ) ლივზინეური (ირონიული) და ლაგაცური (სარკასტული) შეპასუხებანი;დ) სხვა.მუხლი 3.მხარეების მიერ ურთსაუბარის დროს, მე-2 მუხლით განსაზღვრული მეთოდებისვრცლად "ურთსაუბრის ძეგლისდება"

კრიტიკული აზროვნება თუ კულტი

ლევან ბერძენიშვილმა სოკრატეზე საუბრისას ერთხელ თქვა, ყველა ლექტორს ჰყავს ერთი სტუდენტი, რომელიც მას აღმერთებს. მეც გადავხედე ჩემს მეორე ბაკალავრიატს და მივხდი, რომ მართალი იყო. ცხოვრებისეული ეკვივალენტების შექმნაში შუქურის არსებობა მნიშვნელოვანია. ასეა, ვიღაცამ ან რაღაცამ სწორი გზა უნდა გიჩვენოს, გაგინათოს მრუმე ტევრი. თუმცა, როგორც კი ვიპოვით საკუთარ გეზს, ჯობს, საკუთარ თავს ვენდოთ და ისე გავიგნოთ გზა.ვრცლად "კრიტიკული აზროვნება თუ კულტი"

Disney (დისნეი), ქართული ენა და დუბლირება

ერთი თვის წინ გამოქვეყნდა სტატია „დაე, „დისნეის“ ძალა იყოს ჩვენთან“, რომლითაც გვაუწყეს, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხელშეკრულება დადო „დისნეისთან“ და „დისნეის“ საუკეთესო პროდუქცია არხის საეთერო ბადეში დაიდებს ბინას“. თუმცა ამ ყველაფერს აქვს პირობაც, კერძოდ, უნდა მოხდეს „ფილმების უმაღლესი ხარისხით დუბლირება“. „იუთუბს“ თუ გადახედავთ, გულშემატკივრების მიერ განთავსებული ვიდეოებს იპოვით, რომელშიც „დისნეისა“ პერსონაჟები მრავალ ენაზე მღერიან თუვრცლად "Disney (დისნეი), ქართული ენა და დუბლირება"

,,დღე უკანასკნელი, დღე…”, როცა კაცს ყველაფერი ეპატიება

ქართული ფილმი, ,,დღე უკანასკნელი, დღე პირველი", 1960 წელსაა გადაღებული. ბევრი ცნობისაღმძვრელი სცენებია, თუმცა განსაკუთრებით გამოვყოფდი ,,მე-5 სართილის ოჯახის" ამბავს. მოსიყვარულე ოჯახს პრობლემები მაშინ ექმნება, როდესაც ქმარი (ლევანი), ინჟინერი, გაიწვიეს რუსეთის დასალიერში, ექიმი ცოლი (თამარი) კი თბილისში რჩება. ლევანი თამარს ჰღალატობს. მან ცოლი მიატოვა; ეტყობა, მისი გული ,,რუსის ქალმა" დაიპყრო. თამარი დიდ ხანს ელოდა ქმარს, ვიდრევრცლად ",,დღე უკანასკნელი, დღე…”, როცა კაცს ყველაფერი ეპატიება"

როცა თეატრი მხოლოდ თეატრალურობაა

თეატრმა, ანტიკური ბერძნების გამოგონებამ, ადამიანებს სანახაობა მისცა, ადამიანების განცდები და გრძნობები თვალსაჩინო გახადა, ადამინებს ადამიანების სულში ჩაახედა. საქართველოშიც პოპულარულია იგი. მეტიც, თბილისში რუსული თეატრიც კი არსებობს. მაგრამ ისეთი შეგრძნება მრჩება, თითქოს თეატრების გარკვეული ნაწილი გაჭედილია, მეცხრამეტე საუკუნეშია ჩარჩენილი, ვერ ვითარდება — თითქოს ბრეჟნევის უძრაობის ხანა დაუდგათ. შარშან, იანვარში თუმანიშვილის თეატრში ,,მეფე ლირს" დავესწარი. ვერ ვიტყვი,ვრცლად "როცა თეატრი მხოლოდ თეატრალურობაა"

როცა თავი პრუსტი გგონია და სინამდვილეში რუხი ხარ

მარსელ პრუსტი უდაოდ გენიოსია. თუმცა თავის დროზე მისი შედევრი, ,,დაკარგული დროის ძიებაში", არც ერთმა გამომცემლობამ არ გამოაქვეყნა. პრუსტი, მივიწყებული გენიოსებისგან განსხვავებით, მდიდარი იყო, ამიტომ შეისყიდა გამომცემლობა და საკუთარი ნაწარმოები თვითონ გამოსცა. დიდი ხანი თავს ვიმშვიდებდი, გონებაში ვიმეორებდი: ,,მეც შევისყიდი გამომცემლობას და ჩემს ,,შედევრებს" გამოვცემ", მაგრამ მივხვდი, რომ სიმდიდრე არაფერ შუაშია, უბრალოდ, პრუსტისგან განსხვავებით, ზოგიერთ ადამიანსვრცლად "როცა თავი პრუსტი გგონია და სინამდვილეში რუხი ხარ"

ღამის გუშაგი

ლაჟვარდ სივრცეში ვერცხლის ისრები, მთვარემ ბრძანა და ასე ინება: „ნისლის აჩრდილად განიფინები და ცოცხალ ძალად მოეფინები!“ რძისფერი ღამე შენი შეხებით, ახალ სივრცეში გარდაიქმნება, ოცნებაც მკრთალი შენზე ნაფიქრი ახალი ძალით ვერცხლისფრად კრთება. მარქვალას სუნთქვით, ღამევ სად მიქრი?! ის ტალად გიდგას, წამიც გაკრთება, რძისფერი მანგის თეთრი ნათებით, ნაღველი ღამის გაფერმკრთალდება. ნარინჯისფერი ფოთოლთ შრიალი, ბირას ხიობად გარდამქნის ხელად,ვრცლად "ღამის გუშაგი"

შენი ფერები

მინდა, გხედავდე მხოლოდ ფერებში, რომ მთლად შევიგრძნო ცისფერი ზეცა. მინდა, გიცქირო მზისფერი ნისლით და მით ვიხილო, რაც გულზე მეცა; მინდა, წითელი გქონდეს ღიმილი, რომ ცეცხლისფერი იყოს ეს კოცნა. მინდა უფერი იყოს ტკივილი, ვერავინ მიხვდეს ტრფობამ რა მომცა; მინდა, გიხილო მხოლოდ ფერებში, ამით შევიგრძნო ღვთიური გრძნობა, შენი სიტყვების უთქმელ დღეებში შავად ვიხილო, მინდა, ეს ტრფობა. თუვრცლად "შენი ფერები"

მოგონება

აჰა, დადგა ის დროება, როცა რისხვით შემომხედავ, აღვზევდი და ქვემოდან მცქერ, უკვე სხვა მხრივ − ნათლად მხედავ. მიწად მცქერდი, ტალახადაც, გარეთ გამო რომ სრულ იყავ, ახლა კიდე ვერ მცნობ − თურმე აქამდე მე უსრულ ვიყავ?! მეც ვნატრობდი შენთან ყოფნას, ვოცნებობდი, მოსულიყავ, მაგრამ მუდამ სხვას ელოდი, ჩემს ოცნებებს შენ რული ჰყავ. ახლა ნაზი ყვავილი ხარ, მევრცლად "მოგონება"

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე