ბანდილებში (ლაბირინთებში)

  თითქოს სიზმრებს დავუზავდი და ვფიქრობდი, ეს მე მარგებს, თითქოს გრძნობებს გავექეცი, ათასგვარს და მრავალ ქარგებს. სიზმრად ვნახე ისევ რაღაც, ისევ შიგნით ვიწვი მწარედ, სულმა კარი გააღო და ცეცხლის ტალღებს ისვრის, მთვარედ მსურდა ზმანად გადაქცევა, გავუფანტო გულმდუღარედ ღამის მარქვალას ვინც შესცქერს, დავუამო ცრემლნი ცხარედ დამდინარი მის სახეზე, ვინც რომ ტირის, ვაჰ, მწუხარედ. თითქოს სიზმრებს დავუზავდი,ვრცლად "ბანდილებში (ლაბირინთებში)"

ოცობოდება

მკერდში მხოლოდ ტკივილია და სიცოცხლის წამი დის, ვით უხვი წყლით ღვარცოფი, უპეს ღალავს ნამი, შენს სულს ვხედავ და ვკითხულობ, ვპოვე ვით სავანი, თუმცა მწარე ტყუილია, ოცნებაა წყნარი, ოცობოდებაა, მახე და ტევრი უღრანი. შენს თვალებში ვხედავ ვნებას, თუმც გარს-გალავანი გიცავს, გმალავს და სხვას აფრთხობს, ვკარგე დასაბამი, თითქოს იგი არც ყოფილა, სიზმარია მთვრალი, ღმერთებისებრ სხივმოსილო, ვგრძნობ, ეშმაკისვრცლად "ოცობოდება"

***

სახის ნაცვლად ქაოსი გაქვს და თვალებში ნისლთა გრემა, იმ გრძნობისთვის განწირული, მკერდში მესმის ავი ცემა; ცას ავხედავ, ვარდისფერი ფიფქთა ცვივა თბილი ფენა, უქიანოს დავსერავდი, რომ მეხილე, გაქრა რწმენა, დაიკარგე შავ წყვდიადში, ბნელმა ციხე აიშენა, ლურჯი ცხენი წყალზე დაჰქრის, აჩრდილმა ის გააჭენა. თვალებში გაქვს ის ქაოსი, რამ’ც ღმერთობა დაიჩემა, ვერ გაფანტა მთვარის შუქმაც, შემინელდა გულისცემა.

სიზმარი ქვესკნელში

რაღაც იღვიძებს, ცა ღარ-ღარ მძვინვარებს, მოჰქუხს ხუმრობით ქვითინი, მცველნი კვდებიან და თან-თან მძინარებს, გონს თუ მოვუხმობ, მაშინ ვიცინი, მაგრამ ვიძიებ რაც კარ-კარ მდინარებს, შორს მწუხრად მოჩანს სევდათ მდინარე, შევცურავ შიგნით და დავლევ ლეთეს, ვეღარ ვიხსენე ტკივილი, თვით დამავიწყდა ტანჯვის ტირილი, სულში აღიძრა უცხო კივილი, კედელს შეასკდა წყვდიადი ღამის, ეძებს გასასვლელს, მესმის ჩივილი, თითქოს დავნებდი, დავყევი ვნებას, ვცდილობ განვკურნო მკვდარივრცლად "სიზმარი ქვესკნელში"

ღმერთების ბჭობა

,,დაე, დაიწყოს ჩვენი ღრეობა, კაცთა ბედი ხომ განსჯას ელოდა!” – წარსდგა მაღალი თვალებლაჟვარდა, სიტყვა სათქმელად არ ელეოდა. ,,სიმართლეს ამბობ, უზენაესო”  – კვერი დაუკრა თმაგრძელმა, – ,,ჰო და, ვამცნოთ სამყაროს უფალთა კრება, ქარი ვავლინოთ, ვით მაშინ ქროდა, როცა მისრეთის ხელმწიფეს ჩვენთვის კადნიერების სიტყვა უკრთოდა”. ,,ქარბუქიანო, შენი ჯერია, ააშრიალე ხეები მშვიდი, აღვიძე ზღვები, რომ იგრძნოს მიწამ ჩვენივრცლად "ღმერთების ბჭობა"

ლილისფერი იები

როდესაც მთვარის რუხი სხივები დედის ცრემლს ღაწვზე აციებს, სასოწარკვეთის კვნესა მოისმის და მძულვარება აჭკნობს ლილ’ იებს, მტვერში გასვრიან ყველა სიკეთეს, სხვისი ტკივილი ბევრს რომ აცინებს, დაიკარგება უმანკო სული, ჩვენ გავაგრძელებთ სუნთქვას ფშვინვიერს. არავინ უწყის, რამდენჯერ მოკვდა და თან აღმოხდა ტკივილის ხმანი, ჩვენ ვერ ვიჯერებთ ამ ბოროტებას, ის მკვდარი არის, არ წყალობს ხანი, მისი დროება დასრულდავრცლად "ლილისფერი იები"

ფემინისტური ცეკვა ქართული

აჩქარებული ნაღვლიანი მუსიკა... ნელად, ჰანგები დაწყებისას ფიქრებში გაგისტუმრებს ხოლმე; გინდა, რომ თვალები დახუჭო და განსჯას მიეცე, დაფიქრდე, თუმცა ვერ ხვდები, ანდა არ უტყდები საკუთარ თავს, თუ რას უნდა ჩაუფიქრდე. ყველაფერი ეს წამებში ხდება და ვერ გაიაზრებ სინამდვილეს, ისე შემოიჭრებიან არწივებივით მოცეკვავეები. თითქოს სანადიროდ შემართულნი, ჰაერში დალივლივებენ ჰარმონიულად, ერთმანეთს ტალად მდგარნი, ჰაეროვნად დარბიან: ჯერ სწორ ხაზებზევრცლად "ფემინისტური ცეკვა ქართული"

,,ჰოგვორტსის მისანი“

ჰოგვორტსში არეულობაა. უკვე რამდენიმე დღეა მიმდინარეობს დამოუკიდებელ სტუდენტთა აქცია. სტუდენტების ერთი ნაწილი დრაკო მალფოის სასწავლო ნაწილის გამგედ დანიშვნას ეწინააღმდეგება. დამოუკიდებელ სტუდენტთა ორგანიზატორების განცხადებით, ისინი არ ენდობიან დრაკო მალფოის, რადგან მხარს უჭერდა ,,იმას, ვისი სახელიც არ ითქმის“, ასევე ჰოგვორტსის ინსპექტორის, დოლორეს ამბრიჯის მიერ შექმნილი ე.წ ,,სადამსჯელო რაზმისა“ და ,,სიკვდილის მხვრელების“ წევრიც კი იყო. დღესვე გაიმართა დრაკოვრცლად ",,ჰოგვორტსის მისანი“"

გულის თქმა

ნისლიან ბაღში დაცვარულ წერილს ვკითხულობ, ჰანგების მშვიდ ჟღერადობას, ავყვები დამტვერილ ფიქრებს ყვავების. ანაზდად მესმის მდუმარე ხმები არავის არ თქმების, მე საოცრება მეგონა, თუმც აზრებია განგების. ბაკმის ჩრდილებში ვპოულობ უცხო ზმანების ნათებას, შენს ოცნებებში ვორგულობ ჭილზე ნაქარგის სახებას. რაღაც კვლავ მესმის, და ისიც, მოდის ტალღები, ზვირთები, წალეკავს ხმელეთს და გრძნობებს, მეც ორგულებით ვზვირთდები. შენი ხმა მინდავრცლად "გულის თქმა"

ევროპული კანონმდებლობა vs. მორწმუნეთა გრძნობები

საქართველოს პარლამენტში წარდგენილია საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების და დამატების შესახებ”, რომელიც „მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფისგან დაიცავს“. კანონის პროექტის ავტორი გახლავთ საქართველოს დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორი, ზვიად ტომარაძე, ხოლო ინიციატორი, საქართველოს პარლამენტის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, იოსებ (სოსო) ჯაჭვლიანი. მეტად საინტერესო განმარტებითი ბარათი აქვს კანონპროექტს, სადაც „დაწვრილებითაა“ აღწერილი (მცირეოდენი გრამატიკული შეცდომ(ებ)ით) კანონისვრცლად "ევროპული კანონმდებლობა vs. მორწმუნეთა გრძნობები"

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე