შენ რომ გგონია, შენი გონების ლაბირინთებში მოიგონებდი და ყველა საზრისს გაიაზრებდი, ჩურჩულს საკვირველს მოიწონებდი. მაგრამ გონების მკაცრ ტალანებში, აჩრდილი დაგდევს, შთააგონებდი, ეს სიზმარია, თემიდას ლანძღვას საქვეყნოდ ყველას გააგონებდი. ყვავილთა ცეკვა მშიერ გაზაფხულს გამოაცოცხლებს კეთილსურნელით, შორით მოირბენს ქარი, ის ლაღი, ჩვენ ჩამოგვივლის, ნაბიჯით ნელით, სადღაც შორს ბნელი აჩრდილი დაძრწის, გამოსალმებას ანიშნებ ხელით, ის მოგონება ყინვით ნაკვები,ვრცლად "აჩრდილის ჩრდილქვეშ"
***
და კვლავ ინათა ვერცხლისფერ ღამის, შედედებულმა ნათებამ ცათა, კვლავ დაიღვარა ცეცხლოვან ალში, სისხლის მდინარე განწირულ ხმათა... ისევ ტირიან მინდვრის ყვავილნი, ნაზად იხრება მტევნები ვაზთა, შენი სიცოცხლე მკვდარია მკვდართა, გადმოილეწა ფერდობი მთათა. და მიუყვება მდინარის ნაპირს, შორს, სადღაც ბნელში მოსჩანს ნათება, და ის იმედი რისთვისაც კვდება, იქნებ აღსდგება - არ გაქარწყლდება. და შენ დაგეძებს, გიპოვის მაინც,ვრცლად "***"
მთვარის შუქს
უსიერ ტყეში მთვარის შუქს ვეძებ, მაგრამ დღე არის, დაბრმავებული, მე მივუყვები ბილიკს, მერანი მე მელანდება, სიოს ქროლაა. რანი ვართ რანი? სადღაც უფსკრულში მე მეკარგება სიმღერა ქნარის. უსიერ ტყეში ვიკარგები, ვერ ვხედავ მდელოს, ჩემი ოცნება ოცნებადვე მოკვდება, მერგოს ბოროტი ლოცვა, კეთილი წყევლა, ცრემლმა დამდაგოს თუ კი მე ვცრუობ საკუთარ თავთან - მზე არ მენახოს. მთვარის შუქს ვეძებვრცლად "მთვარის შუქს"
ფიქრები შენზე
მე მინდა ვიყო ზღვაზე გრიგალი და დავიარო მთა, მთა,მინდა, ვიპოვო მშვენება ცათა, ლამაზი მხარე და ცამინდა რომ იყოს ჩემი მწვერვალი, ვით ჯომოლუნგმა მთათა,მინდა გიცქირო მთელი ცხოვრება, უშენოდ სენმა დამცა. შავი ზმანებით ვიღვიძებ, მუდამ ვიხსენებ ტრფობას,როგორ მინდოდი, მიყვარდი, ვერ გიბედავდი ნდობას,ვიცოდი, პასუხს გამცემდი, არ მაუწყებდა ლმობას,ვარდები ოქროდ ნაღები კვლავ დაიწყებდა ხმობას. არ მისცე ნება ცუდ მოგონებას,ვრცლად "ფიქრები შენზე"
***
მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო დედოფალო!ჩემი სიყვარული მონაბერ ქარს ჰგავს.ო, მართლაც მიყვარხართ, ჩემო დედოფალო!ვარდის სილამაზით ეკლები არ ჩანს.მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო დედოფალო!ეს სიყვარული მღელვარე ზღვას ჰგავს,ტალღა ნატყორცნი, ცეცხლივით მდაგავსდა სიყვარული უფსკრულში ჩამნთქავს,ვეღარ გიპოვი, ეს კი სწრაფად მკლავს, ჩემო დედოფალო, ოცნებას გავხარ, ჩემი სიზმრები ნაცრისფერ თმას ჰგავს - უთვალავი, თან ერთიან ზღვას ჰგავს, სიო დაჰქრის და ნელა არხევსვრცლად "***"
***
უგუნური კაცი არის სნეულება, რაღაც ავი, როგორც ბადე შემოგეკვრის დაიხრჩვები. სად გვაქვს თავი, როცა ვითხოვთ საოცრებებს – ქალი უნდა იყოს “ქალი” - ჩავაქსოვთ ამ ერთ სიტყვაში ბორკილს ყმისთვის დასადარი. წეს-ჩვეულებებს ვუფრთხილდებით – მოსაპარად გვებრძვის სხვები?! რას ვგულისხმობთ, რატომ ვიცავთ არვინ უწყის, როგორც მთები ბუმბერზი შემოეკვრის ქალაქს მტრისგან დასაცავად, ყველა ბრძენი, პატრიოტი, თუმცა გონით ყველა ავად.
საქართველოს პრეზიდენტი
2018 წლის 7 ნოემბერი. საქართველოს მოსახლეობა ირჩევს ახალ პრეზიდენტს, რომელიც განსხვავებული ფუნქციებით შეეცდება ქვეყნის პირველკაცობას. ორი კანდიდატი ეცილება სახელმწიფოს მეთაურის სავარძელს: ერთი სეკულარული პარტიის წარმომადგენელია, ხოლო მეორე ახლადჩამოყალიბებული, კლერიკალური პარტიის, "ნათელი მომავლისა და ქრისტეს პარტიის" კანდიდატი. საარჩევნო უბნების გახსნამდე, საპატრიარქოსთან ასოცირებულმა ორგანიზაცია "მართალ მამათა კავშირმა" საგანგებო განცხადებაში მხარი დაუჭირა ნმქპ-ს კანდიდატს. არჩევნები იმდენად არაპროგნოზირებადია, რომვრცლად "საქართველოს პრეზიდენტი"
კონსტიტუცია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” და სხვა გასაჭირი
2003 წლის 23 ნოემბერს, შემოდგომის ცივ დღეს, საქართველოს პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა მრავალდღიანი საპროტესტო აქციების საპასუხოდ, რომელიც საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას მოჰყვა. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, კონსტიტუციის მიხედვით, პრალამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე. დაინიშნა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც 2004 წლის 4 იანვარს გაიმართა. საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100 %-მა პრეზიდენტად აირჩია მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც კონსტიტუციის მიხედვით ჰქონდავრცლად "კონსტიტუცია, “ნაციონალური მოძრაობა”, “ქართული ოცნება” და სხვა გასაჭირი"
სტუდენტები მივდივართ აქციაზე!
ხშირად მითქვამს: არაფერს ვაკეთებ, ჯერ-ჯერობით სტუდენტი ვარ. ეკონომიკის ენაზე სტუდენტები არიან ადამიანური კაპიტალი შემადგენელი ნაწილი, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. გარდა ამისა დღეს მივხვდი, რომ ფრაზა "არაფერს ვაკეთებ" არ არის მართებული. 15:00 საათზე დაგეგმილ აქციას თსუ-ს პირველ კორპუსთან, შევუერთდი ოთხის წუთებზე,მეგობრებთან ერთად. აქტივისტები, აპარტიულები თუ პარტიულები, ყველა ერთად, ვაპროტესტებდით ძალადობას პენიტენციალურ სისტემაში, დავრცლად "სტუდენტები მივდივართ აქციაზე!"
ღამის კოშმარად ქცეული მეჩეთი
მოცემულ ფოტოზე გამოსახულია მეჩეთი, რომელმაც ესოდენ დიდი დისკუსია გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში, განსაკუთრებით, ბათუმელებში. ბათუმში, როგორც თბილისში, მრავალი რელიგიური ნაგებობაბაა - სინაგოგა, კათოლიკური და გრიგოლიანური, ქართული და რუსული მართმადიდებლური ეკლესიები და, რაღა თქმა უნდა მეჩეთი (ჯამე) ქუთაისის ქუჩაზე. თუმცაღა მიუხედავად ამისა იმ ფაქტმა რომ ბათუმში კიდევ ერთი მეჩეთი უნდა აშენებულიყო ხალხში უკმაყოფილება გამოიწვია (მურმან დუმბაძეს კივრცლად "ღამის კოშმარად ქცეული მეჩეთი"